• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეტად რთული კვირაა, განსაკუთრებით მძიმე იქნება 25 მარტი“ – ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
11:14 03-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,050

მეტად რთული კვირაა, განსაკუთრებით მძიმე იქნება 25 მარტი, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა. ამასთანავე, სწორედ ორშაბათიდან დაიწყება დაბნელების დერეფანი, რომელიც მთელი ორი კვირა გაგრძელდება. მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, სიფრთხილე და ყურადღება, რათა ნაკლები ზარალითა და დანაკარგით გაიაროთ მძიმე ორი კვირა.

ვერძი  – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ სწორედ თქვენ ხართ ამ კვირის ფავორიტი, მაგრამ ნეგატიური ტენდენციების ფონზე თქვენც მოგიწევთ გარკვეული სირთულეების დაძლევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, იმოქმედეთ გონივრულად, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება და დასახული მიზნების შესრულება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი შეცდომებისა და არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორება.

კურო – მართალია, გაძლიერებული პასუხისმგებლობის ფონზე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილი გექნებათ, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა და სხვათა ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ სხვათა კონფლიქტებში ჩაბმას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ავტორიტეტის შენარჩუნებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და იდეების განხორციელებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, თუმცა არ ღირს ყველასთან გულწრფელობა და სამომავლო გეგმებზე საუბარი, იმოქმედეთ ზედმეტი აფიშირებისა და საკუთარ საქმეში სხვების ჩარევის გარეშე.

ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ინტუიცია, რაც მიმდინარე მოვლენებში უკეთ გარკვევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების გაბმისთვის, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და მათთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებისთვის. თუმცა, სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ 25 მარტს, როცა ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების საშუალებას, მით უფრო, რომ დამძიმებული განწყობა ყველაფრისადმი ხალისსა და ინტერესს დაგიკარგავთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას 25 მარტს. გამოიყენეთ კვირა მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობებისა და შთაბეჭდილებების შესაძენად, არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტოთ სწავლის ან საქმიანობის უცხოეთში გაგრძელება.

ლომი – სხვების მსგავსად თქვენც მეტი სიმშვიდისა და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 25 მარტს, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მეტ-ნაკლებად სიკეთის მომტანი იქნება კვირის დანარჩენი დღეები, მთავარია არ დაიზაროთ და გააქტიურდეთ, ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი სურვილების, იდეების შესახებ და იმუშაოთ მათი განხორციელებისთვის. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოძიებისა და საკუთარი საქმის დასაწყებად, გავლენის სფეროების გაფართოებისა და ავტორიტეტის გაძლიერებისთვის.

ქალწული –  დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, გაგიჭირდებათ იმ მარტივი, ყოველდღიური საქმეების შესრულება, რომელთაც მანამდე დაუფიქრებლად, ზედმეტი მონდომების გარეშე აკეთებდით. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 25 მარტს, არ ღირს გარისკვა, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, კვირის დანარჩენ დღეებში უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და შეასრულოთ გაცემული პირობები.

სასწორი – დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 25 მარტს, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტი და გაირთულოთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი პროექტები, ახლებურად შეაფასოთ და შეავსოთ დანაკლისი. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე ენთუზიაზმიც მოიმატებს და შრომის უნარიც. მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან დაპირისპირება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

მორიელი – მართალია, ნაკლებად გექნებათ სურვილი, მაგრამ მაინც მოგიწევთ ყოველდღიური, რუტინული საქმეების შესრულება. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო და ენერგია, რადგან მეტად დინამიური კვირაა, საქმეთა უმრავლესობა კი, აქტიურად მოძრაობასა და გადაადგილებას გაიძულებთ. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგების მოძიებისა და ძველი კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის. მიაქციეთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე მოიმატებს გაცივების და ვირუსული დაავადებებით დასნეულების ალბათობა.

მშვილდოსანი –  მეტად დინამიური კვირაა 25 მარტის გამოკლებით. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, განახორციელოთ ძველი იდეები და მოამზადოთ ახალი პროექტები. კარგი პერიოდია ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი სასიყვარულო პარტნიორების შეძენისა და ძველი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, კონკურსებში მონაწილეობისა და ლატარიის ბილეთების შეძენისთვის, რადგან სწორედ ახლა გაქვთ მოგებისა და მოულოდნელი ფინანსური ბონუსების მიღების საუკეთესო შანსი.

თხის რქა –  მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს და ახლობლებთან ურთიერთობას. თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი ავეჯი, შეცვალოთ ინტერიერი და მეტი კომფორტი მოიწყოთ ბინაში. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოძიებისა და შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებისთვის, მთავარია, გააქტიურდეთ, იმოქმედოთ თავდაჯერებულად და რწმენით, რომ ყველაფერი გამოგივათ. სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved