• რეკლამა
  • კონტაქტი
04:53, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Meta: ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო, ფაქტებს დამოუკიდებელი გადამმოწმებლები აფასებენ

ალია ავტორი - ალია
22:02 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

ფაქტ-მეტრი (Fact Check) ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებზე Meta-ს განცხადებას ავრცელებს.

“მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გავრცელებული ბანერები მოინიშნა როგორც ცრუ ინფორმაციის შემცველი, “ფაქტ-მეტრი” არაერთი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების და თავდასხმის ადრესატი გახდა” – წერს ფაქტ-მეტრი.

Meta-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პლატფორმაზე განთავსებულ მასალას არა Meta-ს თანამშრომლები, არამედ დამოუკიდებელი გადამმოწმებლები  აფასებენ. მსგავსი ბრალდებების გავრცელება კი ტყუილია და სახიფათოა.

“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო” – ვკითხულობთ განცხადებაში.

factcheck.ge არის Facebook-ის კონტრაქტორი ქართული ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ებრძვის და შესაბამის ფეისბუქ-პოსტებს ვერდიქტს ანიჭებს. ორგანიზაცია პოსტებისთვის ცრუ ინფორმაციის იარლიყის მინიჭების გარდა აქვეყნებს მასალას, თუ რატომ არის აღნიშული პოსტი სიყალბე. factcheck-ი ასე მოიქცა რუსულ კანონთან დაკავშირებული სახელისუფლებო ქარდების ყალბ ინფორმაციად მონიშვნის დროსაც. ქარდი, რომელიც მოინიშნა, პოზიტიურად წარმოაჩენდა კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ირწმუნებოდა, რომ კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ფაქტჩექერები ცალკეული პირის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დეზინფორმაციად მონიშნავენ, Facebook-ის ალგორითმი ავტომატურად პოულობს სხვადასხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ამავე ვიზუალურ მასალას და ადებს გაფრთხილებას, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta-სთან დადებული კონტრაქტის მიხედვით, დამოუკიდებელ ფაქტჩექერებს არ აქვთ უფლება, რომ ცრუ ინფორმაციის იარლიყი მიანიჭონ პოსტებს, რომლებიც პოლიტიკოსთა მიერ არის გამოქვეყნებული. თუ პოლიტიკოსის პოსტი ალგორითმის მიერ ავტომატურად მაინც მოინიშნება, შესაძლებელია შეზღუდვის მექანიკურად მოხსნა. სწორედ ამიტომ მოეხსნა გაფრთხილება ცრუ ინფორმაციის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved