• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მესტიისა და სვანეთის ეპარქია არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ – განცხადება

ალია ავტორი - ალია
23:31 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია არაბული ქალაქის მშენებოლობის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.

გვსურს გამოვეხმაუროთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება არაბულ ინვესტიციებს

ქვეყნის მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის — იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია. საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ღვთისმშობლის განსაკუთრებული კურთხევა ერგო.

ესაა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რაც ჩვენი ეროვნული თვითშეგნების უმაღლესი სულიერი საფუძველია.

ღვთისმშობლის წილხვდომილობა ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ სახელმწიფო სივრცე კი არა, მადლით განმსჭვალული წმინდა ადგილია.. ამიტომაც ქართული მიწა არ არის მარტო საკუთრება — იგი არის სიწმინდე, რომელსაც უხილავი მადლი თან სდევს და სადაც ღვთისმშობელი გვანიჭებს თავის საფარველს.

ამავე დროს, ქართული მიწა წინაპართა სისხლით მორწყული სიწმინდე და მათი მსხვერპლის მემკვიდრეობაა.

შესაბამისად მასთან უფრო მეტი სიყვარულით, სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოპყრობაა საჭირო.

წმინდა მამები ამბობენ:

“სადაც სისხლია დაღვრილი რწმენისა და სიწმინდისათვის, იქ მიწა უკვე არ არის უბრალო მიწა — იგი ჟამთა ჭრილებში გვამცნობს ღმერთის მოქმედებას“.

მისი დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება თითოეული ჩვენი მოქალაქის სულიერი და ეროვნული ვალია.

ამიტომ სამშობლოს მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი განზომილებით ვერ შეფასდება. მას აქვს საზოგადოებრივი, დემოგრაფიული და სულიერი მნიშვნელობა.

სამშობლოს მიწის განკარგვა უნდა იყოს მოზომილი, გაწონასწორებული და ისეთი გადაწყვეტილებებით გაჯერებული, რომელიც ქვეყნის ერთობას, უსაფრთხოებას და ღვთისმშობლის საფარველს შეუნარჩუნებს სიმტკიცეს.

ჩვენი მიზანი არ არის მტრობის გაღვივება, ვინმეს დაყოფა ან უცხოელთა მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნა. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშვიდობას, სიყვარულსა და ღირსეულ ურთიერთობას ყველა ერებთან.

თუმცა, მშვიდობა არ გამორიცხავს სიმართლის თქმას!.

თუ სამშობლოს მიწას და ჩვენს თვითმყოფადობას არ დავიცავთ, ღმერთი მოგვაკლებს მშვიდობას და კურთხევას. ეს არის სულიერი რეალობა, რომელიც მრავალმა ერმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

ღვთისმშობლის საფარველს ვერ გაერიდები ისე, რომ პასუხისმგებლობა არ მოგეთხოვოს!

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას — ხელისუფლებას, საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს:

რომ ვდგვართ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ სულიერ და ისტორიულ არჩევანის წინაშე.

ეს არჩევანი განსაზღვრავს, დარჩება საქართველო მადლით დაფარული ქვეყანა, თუ დაიკარგება იმავე დაუდევრობით, როგორც მრავალი ერი დაიკარგა.

ღმერთმა მოგვცეს გონიერება, სიმტკიცე და შეურყეველი სიყვარული სამშობლოს მიმართ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და მოგვანიჭოს ერთობა,

რომ შევინარჩუნოთ ის მიწა, რომელიც მის მიერ არის კურთხეული,

და ღირსეულად გადავაბაროთ მომავალ თაობებს — წმინდად და შეურყვნელად.. ” სამშობლოს ვინც დაიცავს იმას უფალი დაიფარავს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved