• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება

ალია ავტორი - ალია
14:50 06-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32,708

Meta თავის პროდუქტებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებაზე მუშაობს. გეგმის ფარგლებში Messenger პლატფორმაზე AI სტიკერები დაემატება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე აჰმად ალ-დაჰლე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Meta-ს ვიცე-პრეზიდენტი, თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კომპანია გამოსახულებების გენერირების მოდელს გამოიყენებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ტექსტური მითითებებით სტიკერები შექმნან.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს მომხმარებლებს თვითგამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობას მოგვცემს, მათ შორის კულტურულ ასპექტშიც.

“რა თქმა უნდა, სტიკერები მხოლოდ აისბერგის წვერია”, – ამბობს ალ-დაჰლე.

მანამ, სანამ ახალი ფუნქცია ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი, მას ჯერ Meta-ს თანამშრომლები გამოცდიან.

საგულისხმოა, რომ კომპანია AI მოდელებზეც მუშაობს, რომლებიც ნებისმიერ სურათს ჩვენი სურვილისამებრ გარდაქმნის. მაგალითად, შეცვლის გამოსახულების ფორმატს, ცუგას ფოტოს ნახატად აქცევს და ა.შ.

პროდუქტებში გენერაციული AI-ს გამოყენების შესახებ პირველად მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ცუკერბერგმა კომპანიაში სპეციალური გუნდის შექმნა გვაცნობა, რომელიც AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოების შექმნაზე იმუშავებს.

აპრილში ცუკერბერგმა ინვესტორებს აცნობა, რომ Meta-ს სურს, “AI აგენტები მილიარდობით ადამიანამდე მიიტანოს”. გაიმეორა ისიც, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს WhatsApp-ში, Messenger-ში, Facebook-სა და Instagram-შიც გეგმავდა.

კომპანია თავის AI შესაძლებლობებს LLaMA ენის მოდელის კუთხითაც აღრმავებს და ახლახან ახალი open-source AI მოდელიც დააანონსა, რომელიც ტექსტურ, აუდიო-, ვიზუალურ, მოძრაობის, თერმულ და სიღრმის მონაცემებს აერთიანებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved