• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მესმის, რომ უმრავლესობა სრულ ბნელსა და უკუნში იმყოფებით…” – რუსუდან შარაძე

ალია ავტორი - ალია
23:15 05-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,133

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, გამომწერებო, შემთხვევით შემოსულებო!

ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩამოვყალიბდე და თქვენც გაგაგებინოთ, თორემ უსამართლოდ ვიქცევი იმისდა მიხედვით, თუ რომელ ფეხზე წამოვდგები დილით. ასე არ შეიძლება, თქვენც გაზიანებთ და საკუთარ თავსაც ტკივილს ვაყენებ, რადგან ჩემს უსამართლო ქცევას მერე მე თვითონ განვიცდი.

ისევისე ხუთჯვრიან, სატანურ დროშაზე გელაპარაკებით, რომელიც დღეს, საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტად აქვს აღიარებული.

ვინც თვალი ადევნა ჩემს კვლევას, რომელზეც სამი თვის განმავლობაში თავაუღებლად ვმუშაობდი, დარწმუნდა, რომ ეს უცხო დროშა, ჯერ კიდევ, 1982 წელს, მოსკოველმა თაღლითმა — ოლეგ ტარნოვსკიმ, პროვოკაციულად შემოგვიგდო, ხოლო 90-იანი წლებიდან, უკვე ქართველი თაღლითების ბანდამ: აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა, კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ, სანტექნიკოსმა დავით კლდიაშვილმა და დიზაინერმა მამუკა გონგაძემ, საერთაშორისო თაღლითების ზურგით, ძალადობითა და გაუგონარი სითავხედით შემოგვასაღეს. ისიც კარგად დაინახეთ, რომ საქართველოს ამომგდები სააკაშვილი ამ დროშასთან მხოლოდ იმ კავშირშია, რომ ეს არამზადა უცხოელი „ხუთჯვრიანელების“ ბოლო იმედი იყო — მისი ხელით, ჯერ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს და სულ მალე, თავიანთი სიმბოლო მთელ საქართველოს დაახურეს თავზე!
დღემდე ახურავს!

მესმის, რომ უმრავლესობა სრულ ბნელსა და უკუნში იმყოფებით, რადგან ან არ გინდათ გაგება, ან წაკითხვა გეზარებათ, ან კიდევ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვთ, თუმცა ეს ჩემთვის შეღავათი არ არის.

გასაგებია ისიც, რომ სახელმწიფო ჩემს ჭკუაზე ვერ ივლის, ვერც თქვენ მოიქცევით ჩემი სურვილების მიხედვით და არავითარი პრეტენზია არა მაქვს, ვინ შეუშვებს ყურში და ვინ არა. სამაგიეროდ, სრული უფლება მაქვს, ჩემს საკუთარ გვერდზე, რაც მინდა ის ვაკეთო.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მამაჩემის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ამ დროშის წინააღმდეგ მისი კანონიერი, სასამართლოს გზით ბრძოლა იყო, რომლშიც გაიმარჯვა! ვისაც გაგება არ გნებავთ, ნუ გაიგებთ! ასე არ გესმოდათ, რასაც 2007 წლის 20 მაისიდან ვამტკიცებდი, მაგრამ მოგიწიათ გაგება. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი პრობლემა არ არის.

კ ა ტ ე გ ო რ ი უ ლ ა დ მოვითხოვ — ნუ მიხატავთ გურამ შარაძის მკვლელების სატანურ დროშას! სულ რომ სითბოში დაიღვაროთ, წავშლი ყველა კომენტარს, სადაც მამაჩემის მკვლელების სიმბოლო იქნება გამოხატული, თან სიყვარულის ნიშნად! და არამარტო კომენტარს წავშლი, არამედ მიგაყოლებთ თქვენც, ისე, რომ ბოდიშსაც არ მოვიხდი.

დიდი იმედი მაქვს, ამას მაინც წაიკითხავთ და გაითვალისწინებთ.“

თეგები: რუსუდან შარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved