მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე წერს:
,,ბატონმა გახარიამ ინგა გრიგოლიას ეთერში ჩემს უკვე მერამდენე შეთავაზებაზე- დამიჯდეს დებატებში, უპასუხა, რომ ჯერ მამუკა ხაზარაძემ მერობის კანდიდატად დააყენოს თავიო.
მესმის, რომ შიში აქვს პირისპირ დამიჯდეს დებატებში, მაგრამ იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ მერის კანდიდატურა არაფერ შუაშია და ქალაქზე კი არა, ქვეყნის გაპარტახებაში მის მიერ მიღებულ მონაწილეობაზე უნდა ვესაუბრო,
P.S. ბ-ნო გახარია, მე თუ არ მიჯდები და რეალურად ესაა მიზეზი, მაშინ ბადრი ჯაფარიძეს მაინც დაუჯექი დებატებში, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატია.”
კომენტარები