პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი:
„სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულების იმ გრძელ სიაში, რომელიც სულ ახლა, ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუნდაც კადიროვის გამონათქვამები – აბრაგულ, ვაჟკაცურ, დიდაქტიკური. ეს თემა არ არის მარტივი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას…”
კითხვა, თუ რატომ არ ახსენებენ ამ საკითხზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს, ვოლსკის შეფასებით, „სულელურია“ და პასუხობს – „რას ნიშნავს, არ ვახსენებ? – მეშინია, მეც არ დამსაჯოს“.
კომენტარები