• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მესამე დღეა ყაზბეგიდან მირეკავენ ჩარჩენილი ტურისტები..მოიტა რაღაცა ქენით, განცხადება გააკეთეთ, პოსტი დადეთ, ვიდეო გვაჩვენეთ – ვატო ასათაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:31 12-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ტურისტული კომპანია “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელ ვატო ასათაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„უკვე მესამე დღეა ყაზბეგიდან მირეკავენ ჩარჩენილი ტურისტები, რუსები, ევოპელები, ახლა ვიღაც აზიელების ჯგუფის წევრმა დამირეკა და გვთხოვენ, იქნებ, ვერტმფრენით გადმოვიყვანოთ უღელტეხილზე. მოგეხსენებათ, სამთო რეგიონებში ცუდი მხედველობის გამო ვერტმფრენები ვერ დაფრინავენ, ჰოდა ერთი ასეთი კითხვა მაქვს (ბევრი იტყვის რომ ინტრიგანი ვარ, მაგრამ ჯანდაბას): კობი-გუდაურის საბაგიროზე რა ხდება, ვერ ტრიალებს?

ზვავსაწინააღმდეგო სისტემაზე რა ხდება, დისტანციურად “პნოპკას” ხელს დავაჭერთ და ზვავებს ჩამოვყრითო, “პნოპკა” არ მუშაობს? მოიტა რაღაცა ქენით, განცხადება გააკეთეთ, პოსტი დადეთ, ვიდეო გვაჩვენეთ ვიღაცა ნიჩბით მაინც ასუფთავებდეს პარკინგიდან საბაგიროებამდე მისასვლელ ბილიკს. გუდაურიდან ხო დაიდო ღამის ვიდეო როგორ მუშაობენ კეზბორერები, ვნახეთ, მოგვეწონა, იმედი გაჩნდა…

ბოლოს, აზიელმა რომ დამირეკა, ის მეკითხება, პოლიციაში რო მივიდე, რამე ინფორმაციას მომცემენო? არა ჯიგარო, მაგ ხალხს ნუ შეაწუხებ-მეთქი, კობში მიდი საბაგიროსთან, დიდ მუხლუხებიან მანქანებს თუ დაინახავ, ესე იგი გზა იწმინდება, თუ ქარბუქი და “ბუნგალი” ტრიალებს, ჯავშანი გადააგრძელე და ერთი-ორი დღე კიდევ აბირჟავე ყაზბეგში, ეგ არის და ეგა. ჰოდა, დადეთ რამე ვიდეო, ან პოსტი, ან განცხადება… ბოლოს და ბოლოს სოსო ფხაკაძეს სთხოვეთ გაამხნევოს ხალხი“, – წერს ვატო ასათაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved