მესამე დღეა, რაც ეკონომიკის ექსპერტს რამაზ გერლიანს ეძებენ. გამოკითხვაზე ოჯახის ახლობლები ავჭალის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.
როგორც რამაზ გერლიანის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, გაუჩინარებამდე ეკონომისტი ბოლოს სწორედ მან ნახა და საკმაოდ დათრგუნული მოეჩვენა.
საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა ოფისში, სადაც რამაზ გერლიანი მუშაობდა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი.
კომენტარები