გამომცემლობა Laboratory აღარ გამოუშვებს გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ბიოგრაფიას. ამის შესახებ გამომცემლობის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანტონ მარტინოვმა განაცხადა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გერმანელი პოლიტიკოსის პოზიცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც გამომცემლობამ „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.
ქეთი მარტონის წიგნი „კანცლერი“ Laboratory-მ 2021 წლის შემოდგომაზე გამოიცა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი თარგმანი ევროპაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიიწვია ბუჩაში ჩასულიყვნენ და თავად ენახათ, სადამდე მიიყვანა ისინი რუსეთის დათმობების პოლიტიკამ.
ანგელა მერკელმა საპასუხოდ კი განაცხადა, რომ 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილება სწორი იყო.
კომენტარები