• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერიის დაფინანსებულმა არექოლოგიურმა პროექტმა თვალსაჩინო შედეგი გვაჩვენა – წალენჯიხის მერია ლესალეს ციხემდე მისასვლელი გზის გაკეთებას აანონსებს

ალია ავტორი - ალია
16:11 03-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
439
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:
ლესალეში ვართ, რომელიც არის ჯგალის ერთ-ერთი ულამაზესი, ისტორიული უბანი.
ეს გზა მიდის უძველეს ციხე-ქალაქთან, რომელიც ეგრისის სამეფოს სიღრმეებში და ისტორიაში ჰპოვებს სათავეს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ამ გზის დაპროექტებას.
მერიის მთავარი საზრუნავია სოფლის მოსახლეობისთვის პირველი რიგის ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება. როგორიცაა: გზა, წყალი, გარე განათება, რათა არ იცლებოდეს ეს მშვენიერი ადგილები მოსახლეობისგან. გამაგრდნენ აქ, გრძნობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან თანადგომას და მინიმალურ კომფორტს, იმისთვის, რომ მათი საოჯახო მეურნეობა, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება იყოს მხარდაჭერილი იმისთვის, რომ ძლიერად გრძნობდნენ საკუთარ მიწაზე და ოჯახში თავს.
რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, ამ გზას ერთ–ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ მერიის დაფინანსებით დავიწყეთ არქეოლოგიური გათხრების სამუშაოები ლესალეს ციხეზე, რომელმაც თვალსაჩინო შედეგები გვაჩვენა. წელსაც გრძელდება არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი ლესალეს ციხეზე და ყველა მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ამ ციხემ მიიღოს ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ტურიზმის მოყვარულთა ყურადღება.
ლესალეს ციხის ნანგრევების ექსპედიციაში მონაწილე ჯგუფის წევრებს ხელმძღვანელობდა გერმანიის, იენის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ანიგრეტ პლონტეკე. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ, ქართველი დოქტორანტი თამარ გიორგაძე და სტუდენტი ნოდარ კუკავა და გერმანელი მეცნიერი ფრანკ შლაიხერი. 2013 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სოფელ ლესალეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლესალეს მკვიდრმა მიწის დამუშავებისას საკუთარ მამულში თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წლების წინ აღმოაჩინა. შეგროვილი ნიმუშების გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ნივთები ჩვ.წ.აღ 1 ათასწლეულით თარიღდება. ამ აღმოჩენებით შემდეგ დაინტერესდნენ არქეოლოგები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved