• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერიასთან და GWP–თან სასამართლო დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა” – რას წერს ალეკო ცქიტიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:17 11-21-2024
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,050

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, რომლის 7–წლიანი დავა ქალაქ თბილისის მერიასთან და GWP–თან, გამარჯვებით დასრულდა უზენაეს სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე იქნება პრეცედენტული, ანუ, სამომავლოდ, სხვა მოქალაქეები, თუ ადვოკატები შეძლებენ ამ გადაწყვეტილების არგუმენტად გამოყენებას, სოციალურ ქსელში, წერს:

გამარჯვებით დასრულდა ჩემი ოჯახის 7-წლიანი დავა ქალაქ თბილისის მერიასთან და წყლის გამანაწილებელ კომპანია GWP-სთან.
20 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიას დაევალა: ე. წ.
ქმედების განხორციელება (როგორც იურისტები ეძახიან), რაც ნიშნავს, რომ სწორედ მისი ვალდებულებაა მოაწყოს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან ბარიერები და გამაფრთხილებელი ბანერები; გადაიხადოს მორალური ზიანი – 25 000 ლარის ოდენობით. მართალია, ჩვენ 50 000 ლარს ვითხოვდით, მაგრამ მორალურ ზიანთან დაკავშირებით ქართული სასამართლოს სტანდარტი დაბალია და გასაგებია ეს გადაწყვეტილება.
მთავარია, რომ უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აქვს პრეცედენტის ანუ ერთგვარი კანონის ძალა და ამ გადაწყვეტილებას სამომავლოდ სხვა დაზარალებული ოჯახები გამოიყენებენ. ეს იყო სწორედ ჩვენი მიზანი, რომ შექმნილიყო პრეცედენტი.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center-ს და ჩემს ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს, რომელმაც სრულად და სწორად წარმართა ეს დავა სასამართლოში და არგუმენტირებულად დაასაბუთა ორივე მოთხოვნა.
მადლობა მინდა ვუთხრა სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation-ს, რომელმაც არაერთხელ გაგვიწია მხარდაჭერა ამ დავის წარმოებისას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო კამპანიის – იცურე მშვიდად მთავარი მხარდამჭერი.
კამპანია იცურე მშვიდად დაიწყო სასამართლო დავის პარალელურად ანა დოლიძე / Anna Dolidzeს, ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center-ის, CENN-ის, პროგრესის ცენტრი – Center for Progress-ის ინიციატივით და დიდი როლი შეასრულა როგორც თბილისის ზღვაზე, ისე სხვა წყლის ობიექტებზე გამაფრთხილებელი ბანერების და დამცავი ბარიერების დამონტაჟების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება, გაატაროს სისტემური ცვლილებები წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა დახრჩობის პრევენციისთვის, ჩვენი კამპანია კვლავ გრძელდება და სწორედ ასეთი გამარჯვებებით, შევეცდებით, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.
გვიანდელი P.S.:
მეგობრებო, ვკითხულობ კომენტარებს პოსტზე და მინდა ყველას მადლობა გითხრათ. ბევრი ადამიანი და ორგანიზაციაა, ვინც გვერდით გვედგა ტრაგედიის დღეებში თუ შემდგომ და ასევე, აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში “იცურე მშვიდად”. ყველა ვერ მოგნიშნეთ, იმის შიშით, რომ ვინმე არ გამომრჩეს. თანაც, ეს პოსტი მხოლოდ სასამართლო დავას ეხება. კამპანია გრძელდება და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ შედეგს დავდებთ ერთად. მადლობა ყველას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის!
შეიძლება იყოს text გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved