• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერია ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ახალ დამცავ ბადეს დაამონტაჟებს – მოძრაობა ერთ ზოლში შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
15:49 08-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მძიმე ტექნიკა ჩამოწოლილ მიწის მასას ასუფთავებს. კლდე ადგილზე გუშინ ჩამოიშალა და ქვები გზაზე ჩაიტანა. კლდის ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილზე მერია ახალ დამცავ ბადეს დაამონტაჟებს.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა, რომ ადგილზე ბადე დაახლოებით 13 წლის წინ დაამონტაჟეს, რომელიც დაძველდა და ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

“ეს ბადე დაძველდა და ვეღარ უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება და რამდენიმე დღეა სამუშაოები დაწყებული გვაქვს. პრიორიტეტების მიხედვით ვირჩევთ, რა თქმა უნდა, მთელ ქალაქში, ასე ერთბაშად ჩვენ ასეთ სამუშაოებს ვერ ვატარებთ, იმიტომ, რომ არც იაფი სიამოვნება არ არის.

რა თქმა უნდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო უფრო ადრე დაგვეწყო და არ ჩამოვარდნილიყო ეს ქვა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ის, რომ რატომ აქამდე ეს კონკრეტული ლოკაცია არ დავიწყეთ, ძნელი სათქმელია, სხვაგან ვმუშაობდით. როცა მოგვეცა საშუალება და რესურსი გამოგვიჩნდა, მაშინ მოვედით და ვაკეთებთ.

ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს. კლდის ჩამოწმენდის პერიოდში, 05:00-დან 07:00 საათამდე გზა იკეტება, ხოლო უშუალოდ ბადეების მონტაჟს როცა დავიწყებთ, გადაადგილება გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში სრულად შეიზღუდება, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატარა კენჭი ჩამოვარდა, მისგანაც ვიყოთ დაცული”, – განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

თეგები: მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved