• რეკლამა
  • კონტაქტი
08:43, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს

ალია ავტორი - ალია
14:31 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38


“ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და  კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის 6 ივლისს მოკლულ თორნიკე მერებაშვილის გამოუძიებელ საქმეზე ისაუბრეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს  საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ.  მერებაშვილის რეალური მკვლელი თავისუფალია, ხოლო სასჯელს ის  ადამიანი იხდის, რომლის ბრალეულობაც არ დასტურდება.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს, სისტემის, რომელიც უნდა შეიცვალოს და გამოუძიებელი საქმეები ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას.  


“იმის ნაცვლად, რომ თორნიკეს მკვლელობის საქმე გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისმგებლობაში მიეცნენ, გამოძიება დაკავებულია საქმის გაყალბებით. ეს საქმე სხვა საქმეებისგან განსხვავდება იმითაც, რომ არ მტკიცდება იმ ადამიანის დანაშაული, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ციხეში ზის, ნამდვილი მკვლელი კი დღემდე დაუსჯელია. სახელმწიფოს მხრიდან არასწორად ჩატარებული გამოძიების გამო მშობლები ვერ იღებენ სამართალს. ეს არის წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. მერებაშვილის საქმეში ყველა დეტალი მოწმობს იმაზე, რომ არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დაადგენდა სიმართლეს. “შეკერეს” საქმე და მშობლებს და საზოგადოებას აჩეჩებენ სიცრუეს. მერებაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ერთი და იგივე ადამიანია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქმის გამყალბებელ ადამიანებს სისტემა აწინაურებს და უფრთხილდება, ეს პროკურორი არის ნანა გუგუტიშვილი,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

“უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, რომელიც თორნიკე მერებაშვილის საქმეში ფიგურირებს, გამოძიება მიდის არასწორი გზით, საქმეს შეგნებულად აყალბებენ”-ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. 

“ნაცვლად იმისა, რომ თორნიკე მერებაშვილის საქმე გამოეძიებინათ, რეალური ფაქტები დამალეს, სიყალბის მცდელობით, მშობლებს  სამართლის მიღების საშუალებას არ აძლევენ და მათი  შვილის მკვლელს არ იჭერენ. მე მაქვს სამხარაულის ორი დასკვნა, რომელიც 2018-2019 წლებში გაიცა. ორივე დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სამხარაულის დასკვნას უარყოფს. ოჯახმა და მათმა ადვოკატმა არაერთი საჩივარი დაწერეს, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაღუპულის მშობლებს უთხრა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მათი პირადი კონტროლი კი საქმის ერთპიროვნულად გაყალბებას ნიშნავს,”-განაცხადა კახა კოჟორიძემ. 


შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 2018  6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეგები: ანა ნაცვლიშვილიკახა კოჟორიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved