• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერამდენე მოსამართლე ხართ, სიტყვის უფლებას რომ არ მაძლევთ. ორი 15- წლიანი ბრალდება მაქვს წარდგენილი” – ალეკო ელისაშვილი ისევ გააძევეს საკუთარი პროცესიდან

ალია ავტორი - ალია
15:46 05-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

მოსამართლე მეია მელქაძემ ტერორისტული აქტის ეპიზოდზე ბრალდებული, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა და განაცხადა, რომ მან “აშკარა უპატივცემულობა” გამოიჩინა.

„მაცადეთ ლაპარაკი, ბოლშევიკებიც კი დახვრეტას რომ უსჯიდნენ, ალაპარაკებდნენ ადამიანს. მერამდენე სხდომაა და მერამდენე მოსამართლე ხართ, სიტყვის უფლებას რომ არ მაძლევთ. ორი 15- წლიანი ბრალდება მაქვს წარდგენილი. წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ლაპარაკის საშუალებას, სიტყვა ამოღებული არ მაქვს და ყელში მეცით!

ეს სასამართლო არაა, ეს ბოლშევიკური ტრიბუნაა.. ეს გოგო [პროკურორი] აქ რომ ზის, არ ეზარება 2 თვეში ერთხელ აკრძალვა აკრძალვაზე რომ არ დამიწესოს, შვილები რომ სასამართლოს გარდა ვერ ვნახო… 49 წელია არავისთვის შემითანხმებია, რას ვისაუბრებ და არც ახლა ვიკითხავ! რა საქმეზე ვისაუბრებ, ჩემი საქმეა. მაცალეთ ლაპარაკი, ეგ გასწავლეს? რაზეც მიმაჩნია საჭიროდ, იმაზე ვისაუბრებ!

რამ შეგაშინათ ასე, რომ ერთი პატიმარი კაცის გეშინიათ? საბავშვო ბაღის გამგე ხართ თუ მოსამართლე?

ეს [ახალი ბრალი] რომ გამეკეთებინა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვიტყოდი, რომ მე გავაკეთ. მაბრალებენ და რატომ დავიბრალო ასეთი შეთითხნილი ბრალი? ამაზრზენი ბრალდებაა. კადრში ჩანს, რომ ვიღაც ცეცხლს აჩენს და რატომ ვარ მე და მაგალითად თენგიზ შარმანაშვილი არა?… ვინ არის ეს ქალი [მოსამართლე], მართლა ეს ნაჭერი რომ ჩაიცვით, მოსამართლე გგონიათ თავი? მაცადეთ საუბარი! იმაზე თავშეკავებულად ვსაუბრობ, ვიდრე ეს ბოლშევიკური ტრიბუნალი იმსახურებს. აბსურდია რა საქმესაც მედავებიან!

ძუნკალი ძაღლი იპოვეთ ქუჩაში და ერთი წლის შემდეგ მიჭერთ. მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენო, ჯოხით უნდა გავეკიდო იმ ძაღლს? არ ვიცი ის ძაღლი სადაა და როგორ უნდა მოვახდინო ზეწოლა?“ – თქვა ელისაშვილმა.

დარბაზიდან გასვლისას ელისაშვილმა დაიძახა: „გამხმარი ტალახივით უნდა დაფშვნა ესენი“.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved