• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ახალი დეტალები – რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან თალაკვაძეს და სუბარს

ალია ავტორი - ალია
14:52 02-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ვანო მერაბიშვილის სკანდალური საქმის ახალი მონაწილეები – ირკვევა, რომ პროკურატურამ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და პრემიერის მრჩეველი საქმიდან გააქრო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი 2014 წელს მომხდარი კანონდარღვევის ახალ დეტალებს ყვება. ირაკლი კორძაია ამტკიცებს, რომ სოზარ სუბარი და არჩილ თალაკვაძე ინფორმირებულები იყვნენ ციხიდან ყოფილი პრემიერ მინისტრის გაყვანის შესახებ, მაგრამ გამოძიება ამ ფაქტით არც კი ადინტერესებულა.


ირაკლი კორძაია დეტალურად ყვება რა ხდებოდა 2014 წლის დეკემბერში სასჯელაღსრილების სამინისტროში ანუ მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ მოხდა ე.წ მატროსოვის ციხიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანა და ამაში მონაწილეობდა იმდროინდელი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კორძაია იხსენებს რა შეხვედრები მიმდინარეობდა მინისტრის ოთახში და როგორ ხდებოდა ამ საქმის ჩაფარცხვა. ამაში კი მონაწილეობდნენ სოზარ სუბარი და არჩილ თალაკვაძე.


კორძაია ამტკიცებს, რომ პროკურატურას მისცა ჩვენება და არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ამხილა. მისი ინფორმაციით თალაკვაძე მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო, სოციალურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა და პატიმართა გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.


“ყველაფერი დეტალურად მოვყევი. მათ შორის ბუნებრივია სოზარ სუბარის შემხებლობა და დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის შემხებლობა, რომელიც მაშინ მინისტრის მოადგილე იყო. პატიმრების გაყვანა საპატიმროდან მინისტრის მოადგილის გარეშე, რომელიც სოციალურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა არ ხდებოდა.” – აცხადებს კორძაია.
მისი თქმით, თალაკვაძე ყველა იმ შეხვედრაში მონაწილეობდა სადაც ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის საქმე გვარდებოდა . კორძაიას ინფორმმაციით, იმ დროს მინისტრ სოზარ სუბარის კაბინეტში თანხმდებოდა რა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ მედიისთვის

“არჩილიც მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. დიმიტრი დარბაისელი როცა მოიოდა უშუალოდ სამინისტროში დეპარტამენტიდან, მინისტრის კაბინეტში ხდებოდა ეს შეხვედრები და იქ ბუნებრივი იგეგმებოდა ქმედებები თუ როგორ უნდა მომხდარიყო მედიის მოგერიება” – აცხადებს ირაკლი კორძაია.

კორძაიამ ამ შინაარსის ჩვენება უფრო მეტი დეტალით პროკურატურას 2018 წლის დეკემბერში მისცა, თუმცა ხელმძღვანელების მხილების მიუხედავად საგამოძიებო უწყება საქმის ახალი ფიგურანტებით არ დაინტერესებულა. არც სოზარ სუბარი და არც არჩილ თალაკვაძე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

cyc.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved