• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მერაბიშვილის დავალებებით იწვრთნებოდნენ ის ტერორისტები… იგი პირადად ავრცელებდა ჭორებს სააკაშვილზე” – თეა თუთბერიძე

ალია ავტორი - ალია
18:25 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

თეა თუთბერიძე:

“მიმართვა ქართულ მედიას

ერთადერთი რაც ამ ხელისუფლების დროს მოხდა და არის ძალიან კარგი, არის ის რომ ბოლომდე არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც აეხადა ფარდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ე.წ. მესვეურთა “მოღვაწეობას”.

მახსოვს როცა 2009 წელს ვსაუბრობდი თუ რა ხდებოდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მისივე ადმინისტრაციულ ორგანოდ წოდებულ საპატრიარქოში და ა.შ., თქვენ ჟურნალისტები ამას არ აშუქებდით. უფრო მეტიც, ბევრი თქვენი კოლეგა მითითებებს აძლევდა ოპერატორებს რომ არ გადაეღოთ, აეშალათ შტატივები, რადგან ამას არ გააშუქებდით. მაშინ მე ვიყავი ეკლესიის “მტერი”, თქვენ ჭკვიანი ეკლესიის და მართლმადიდებლობის კეთილისმყოფელები. გავიდა ათ წელზე მეტი და ნაწილმა თქვენგანმა მაინც დაინახეთ რეალობა. თუმცა ერთხელაც არ გიღიარებიათ რომ თქვენივე სიბნელის (კიდევ ერთხელ ყველას არ გეხებათ) დამსახურებაცაა ის რა მდგომარეობაშიდაცაა არა მხოლოდ ეკლესიის მრევლი და ეკლესია, არამდენ ქვეყანაც დღეს. თქვენ რომ თავის დროზე ხმა ამოგეღოთ არა, გაგეშუქებინათ მაინც ის რასაც სულ რამოდენიმე ადამიანი საუბრობდა წლების წინ, დღეს სრული სიბნელე არ იქნებოდა მაგ ქვეყანაში! აქვე გეტყვით რომ ასევე ბევრი თქვენგანის დამსახურებაა ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდება 2012 წელს და იმ მდგომარეობამდე მიყვანა სადაც ისაა ახლა.

მეგობრებო, ძალიან ბევრ თქვენგანს თავი ძალიან ჭკვიანები გგონიათ და არც შენიშვნები მოგწონთ, მაგრამ იქნებ მიხვდეთ რომ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და არც დიდი გამჭრიახობით გამოირჩევით (მახსოვს უმრავლესობა თქვენგანი 2012 წელს). ბევრი რამაა მაგ ქვეყანაში თქვენი პასუხისმგებლობა, თუმცა ბევრი თქვენგანი ჯერაც ვერ აცნობიერებთ ამას და დღემდე აგრძელებთ შეცდომებითვის შეცდომების დამატებას! მაგალითად, გიყურებთ მთელი ეს პერიოდია როგორ აშუქებთ მეგის ქარდავას ქეისს და აბსოლუტურად გაუაზრებლად და გაანალიზების გარეშე ავრცელებთ რუსული სპეცსამსახურების მიერ წლობით ნავრცელებ დეზინფომაციებს არა მხოლოდ ხელისუფლების კონტროლირებადი მედია, არამედ ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადიც! ისევე როგორც 2009 წელს ვიყავი დარწმუნებული, ახლაც ბოლომდე დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ყველაფერს აეხდება ფარდა და ისევ წამოგაძახებთ რომ ცდებოდით! თუმცა მანამდე, იქნებ დაფიქრდეთ და ყველაფერს თუ არა, სულ რამოდენიმე საკითხს მიაქციოთ ყურადღება.

პირველი, რომ არა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობა თავად სააკაშვილის ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა.

მეორე, ხვალაც რომ დაბრუნდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში, რუსულ სპეცსამსახურებს ისევ ეყოლებათ ჩანერგილები საკუთარი აგენტურა მისი ხელისუფლებაში (არა მხოლოდ სააკაშვილის, ნებისმიერ ხელისუფლებაში საქართველოში).

მესამე, მიაქციეთ ყურადღება და გაითვალისწინეთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, პირადად ვანო მერაბიშვილი ავრცელებდა დეზინფორმაციებს და ჭორებს პირადად სააკაშვილის და ასევე მისი ხელისუფლების იმ ფრთის წინააღმდეგ რომელსაც იგი ვერ აკონტროლებდა (ერთადერთი იყო ასეთი, ე.წ. ახალაიას ფრთა). ასევე მისი დავალებით მთელი სისტემა მუშაობდა ამ მიმართულებით…

ვანო მერაბიშვილი პირადად იდგა და ლაპარაკობდა და ავრცელებდა დეზინფორმაციებს ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რომ ბაჩო ახალაიამ საკუთარი ხელით აწამა სპეცრაზმელები და შემდეგ ცოცხლად დამარხა (აი ის ტანწერწეტა სპეცრაზმელები, რომლებიც მერე თურქეთის კურორტებზე თავად გაუშვა დასასვენებლად, რომლებმაც ცხოვრებაში პირველად გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი მაშინ). რამოდენიმე საქმე, რომელიც ქოცებმა ახალაიას და მისი გუნდის წევრებს ბრალად წაუყენეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,თავად ვანო მერაბიშვილის დროს იყო დაწყებული! აქვე გეტყვით რომ მერაბიშვილის დავალებით ქარდავაზე ძალიან ბევრი ჭორებია ნავრცელები მთელი წლების განმავლობაში. სხვათაშორის, მისივე დავალებებით იწვრთნებოდნენ ის ტერორისტები ლაფანყურში რომ გახდა მერე სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო და კიდევ უამრავი რამ, რასაც ახლა აქ არ და ვერ დავწერ. თუმცა აუცილებლად მოვა დრო და ბევრს მოუწევს სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომა და ბევრს კიდევ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათივე ქმედებებზე (იმიტომაა გასროლილი ტყვიასავით რომ ეშინიათ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას სახელების და გვარების ხსენების ბევრ ყოფილ თუ ახლანდელ ნაციონალს!).

მეოთხე, მოვა დრო და დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს წინაშე ვანო მერაბიშვილს მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან ბევრ კითხვებზე, მათ შორის შემდეგზეც, როგორ მოხდა ის რომ თითქოს და ე.წ. კასრებში აღმოჩენილი კადრები ჯერ შეიქმნა და შემდეგ კი მოხდა მისი დატოვა ხელისუფლების სათავეში მოსული ქართული ოცნებისთვის! ორი თვე ჰქონდა მერაბიშვილს ხელისუფლების გადაბარების და ეგ ყველაფერი რომ იმისთვის და იმაზე არ ყოფილიყო გათვლილი და შექმნილი, რისთვისაც ახლა იყენებენ ქვეყნის მორალატეები საქართველოს ხელისუფლებაში მყოფნი, მაგავსს არავინ არსად დატოვებდა! ის ზღაპრები რომ კადრები კასრებში დამალული აღმოაჩინეს და ა.შ. ქართულმა ოცნებამ აჭამოს თავისნაირებს. თუნდაც დავუჯეროთ რომ მართლაც ასე იყო, ან კასრებში რატომ უნდა დაეტოვებინა ის კადრები?!

მეხუთე, დაფიქრდით და იქნებ მოძებნოთ პასუხები, თუ რატომ ხდება ისე რომ მთელი ის კადრები რომლებიც ის ე.წ. სისხლიანი 9 წელი მუშაობდნენ ძალოვან უწყებებში, დღეს ქოცები იყენებენ მშვენივრად აგერ უკვე მეორე 9 წელია, და ციხეში კი მხოლოდ ის ძალოვნები სხედან (ან ძებნაში იმყოფებიან), რომლებზედაც რუსული სპეცსამსახურების მითითებებია!

მეექვსე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ გგონიათ იმ ე.წ. სისხლიანი 9 წლის განმავლობაში რატომ აღარ ხდებოდა ქართველების გატაცებები ისე როგორც ეს დღეს ხდება და იმ ე.წ. სისხლიან 9 წლამდე ხდებოდა? გგონიათ თავისით შეწყდა? მართლა ასე გგონიათ? არა ბატონებო, არა! იმათზე ვიზედაც თქვენ და ლამის მთელი ქართველი ერი დღეს დიდი მონდომებით წერთ რომ არიან მწამებლები, სისხლისმსმელები და სადისტები, მაგ ადამიანების დამსახურებით შეწყდა იმ დროს ის რასაც დღეს თითქმის ყოველკვირეულად გაქვთ მაგ ქვეყანაში (ოკუპანტების მიერ ქართველების გატაცება, მკვლელობა და ა.შ. და ასევე ის რაც ყოველდღიურობა გახდა, მაგალითად კრიმინალების მიერ ადამიანების ხოცვა ქუჩებში, ყაჩაღობა, გაუპატიურება, პედოფილია და ა.შ.). მივუბრუნდეთ ისევ რუსებს. ბატონებო, უნდა იცოდეთ რომ რუსებს დიპლომატიურ ენაზე ვერ დაელაპარაკები. გადმოვლენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოგიკლავენ ერთ უდანაშაულო ადამიანს? შენ თუ არ გადახვალ და მიატყნავ იმ კვლელს და მკვლელობის დამკვეთს (სიტყვებზე ბოდიში), ხვალ ისევ გადმოვლენ და გააკეთებენ იგივეს! ეს თუ არ გესმით მაშინ აზრი არ აქვს საუბარს საერთოდ თქვენთან!

და ბოლოს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამცველთა გაშავება და მიწასთან გასწორება კრიმინალების თუ რუსული სპეცსამსახურების მიერ წლებით ნავრცელების ჭორების თუ დეზინფორმაციები საფუძველზე, რომ ეს ადამიანები არიან მწამებლები, მკვლელები, სადისტები და ა.შ. არის უდიდესი სირცხვილი რომელ სირცხვილსაც ბევრი თქვენგანი ვერ ჩამოირეცხავთ ძალიან დიდი ხანი! არ აქვს მნიშვნელობა ამას შეგნებულად აკეთებთ თუ შეუგნებლად.

პატივისცემით,

თეა თუთბერიძე

P.S. ბევრგან დავდე იმის გამო რომ რეალურად არ აშუქებთ თუ რის გამო იდევნება სინამდვილეში მეგის ქარდავა და ისევ დაგიდებთ! http://freegeorgia.simplesite.com/450563303…

ასევე, იხილეთ თუ როგორ მუშაობს მოსადი სანამ მეგის ქარდავას რუსების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველ დატყვევებულ ჯარისკაცებში გაცვლილ და მათ მიერ მოთხოვნილ და წაყვანილი მოღალატე გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეს გააშუქებდეთ და არა მხოლოდ! https://censor.net/…/izrail_unichtojil_glavu_yadernoyi…

https://www.facebook.com/butusov.yuriy/posts/6359408264099416“

თეგები: ვანო მერაბიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved