“ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება” – ასე ეხმაურება კახა კალაძე სოციალურ ქსელში მერაბ დავლიშვილზე თავდასხმას.
თბილისის მერი ქართველ სპორტსმენს მხარდაჭერას უცხადებს.
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!
მერაბ, შენ გვერდით ვართ!” – წერს კახა კალაძე და მერაბ დვალიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს სასტუმროში რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.











კომენტარები