მექსიკის პოლიციამ ერთი კვირის წინ გაუჩინარებული შვიდი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოების დროს, ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 შავი ჩანთა აღმოაჩინა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, დანაწევრებული სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა ქალაქ გვადალახარას გარეუბანში აღმოაჩინეს.
შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია ეკუთვნით თუ არა სხეულის ნაწილები დაკარგულ ახალგაზრდებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკარგული ახალგაზრდები ერთ-ერთი ქოლცენტრის თანამშრომლები იყვნენ.














კომენტარები