• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეფის პირადი კურორტი” და მილიონები ხალხის ჯიბიდან – რა ხდება აბასთუმანში? – მედია

ალია ავტორი - ალია
23:43 03-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,033

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, 769 ავტომობილისთვის, 10 ავტობუსისთვის, 110 ელექტრომობილისა და 20 შშმ პირისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე აბასთუმნის შესასვლელში უკვე 5 წელია შენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგნოზით, ავტოსადგომი 2023 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო,  2024 წლიდან კი კურორტზე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს უნდა ევლო, 12 567 774 ლარი დაიხარჯა, პროექტი 3 წლიანი დაგვიანებით დასრულდა, თუმცა ისე ზიანდება, რომ ფუნქციონირება ამ დრომდე არ დაუწყია. ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა.

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი დიდ დროს აბასთუმანში ატარებს. 350 მილიონი ხალხის ფული, ივანიშვილის ამოჩემებული კურორტის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე გამოყო. აქედან 280 მილიონი უკვე დახარჯულია, 70 მილიონის დახარჯვა კი ამ თვის ბოლოდან იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი, აბასთუმნის პროექტირება-მშენებლობისთვის, ტენდერს 25 მარტს გამოაცხადებს.

მკვლევარების თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ბიუჯეტიდან დახარჯულია მხოლოდ 7 მილიონი. ესეც იმიტომ, რომ ტუბერკულოზის ცენტრის ტერიტორია ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა თავად მოინდომა და ნაძვნარში ჩაფლული სამკურნალო დაწესებულების ნაცვლად,  ფილტვის დაავადების მქონე პირებს, ეს ახალი ნაგებობა, აქ, საავტომობილო გზის პირას აუშენა.

აბასთუმანში ამბობენ, რომ “ივანიშვილის მეფობა” მას შემდეგ დაიჯერეს, რაც აქაურობა მათივე თქმით, “ქართული ოცნების” პირადი კურორტი გახდა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, მხოლოდ სახელმწიფოსგან, 4 ჰექტარზე მეტი მიწა, საბაზრო ფასზე 4-ჯერ ნაკლებ ფასად გამოისყიდეს.

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved