• რეკლამა
  • კონტაქტი
20:10, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეორე ტურების შემდეგ რაღა აზრი ექნება მოლაპარაკებას? სახეზეა პოლიტიკური კრიზისი”

ალია ავტორი - ალია
16:55 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი არსებული პოლიტიკურ კრიზისზე, „2020NEWS“-თან საუბრობს – შეგახსენებთ, მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიცია მართავს აქციებს, მეორე ტურის დღეს კი გეგმავს ე.წ. “სირცხვილის დერეფანის” მოწყობას:

“როდესაც პოლიტიკური თანხმობა არ არსებობს და შეხების წერტილები პოლიტიკაში არ არის და  კონსესუსი არ მიიღწევა, ბუნებრივია, მოხდება პროცესების რადიკალიზაცია. სამწუხაროდ, ეს ხდება ორმხრივად. ეს კანონზომიერია.

რაც შეეხება „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას, ყველაფერი პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. მთავარია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში ეტეოდეს, კანონი არ დაირღვეს.

ვიღაც ფიქრობს, რომ ეს როგორც სიმბოლური აქტი, კარგია, რომ ამით ხაზი ესმევა რაღაცას. რომ გითხრათ, ამ აქციით რაღაც საშინელება ხდება და ეს არასწორია, ვერ გეტყვით. თუ კანონის ფარგლებში იქნება ყველაფერი, რა პრობლემაა?

არც არის აუცილებელი, ყველამ ერთი და იგივე რაღაცეები აკეთოს. ესენი სხვადასხვა პარტიებია, სხვათაშორის, ერთმანეთის კონკურენტები არიან. რაღაც ფორმები ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის არა, ეს ნორმალური ამბავია.  ფუნდამენტური საკითხია ის, მთავარ საკითხში – პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, არის თუ არა ერთობა. დანარჩენი არის პოლიტიკური გემოვნების და ტაქტიკის საკითხი.

ერთადერთი საკითხი, რაშიც უნდა ითანამშრომლონ სრულმასშტაბიანად, არის – შედიან თუ არა პარლამენტში. განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ ისინი ტაქტიკის საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან. ეს ხომ არ არის ერთი პარტია, რომ ჩვენ მათ დისციპლინა მოვთხოვოთ სხვადასხვა საკითხებში?

ჩანს, რომ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, გამოსავლის გზები მაინცდამაინც არ ჩანს. ასე რომ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის გადაწყვეტის გზები არ ჩანს. მეორე ტურები კარსმომდგარია და მეორე ტურების შემდეგ რაღა აზრი ექნება საერთოდ რამეზე მოლაპარაკებას, გაუგებარია.

პოლარიზაცია გარდაუვალია. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, ბუნებრივია, მოხდება პოლარიზაცია. პიკი სად გვექნება და რა დროით ამის თქმა ძნელია.”

თეგები: 2020 არჩევნებიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved