• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ორშაბათი, 20 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეორე ტყუილი უკავშირდება ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს” – სანაია

ალია ავტორი - ალია
19:23 03-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

,,ლიბერალური ფაშიზმი”
,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოში ამ ცნების დამკვიდრება აქტიურად დაიწყო. ეს არ არის ახალი მცდელობა. ამას ადრეც აკეთებდნენ, ოღონდ მხოლოდ მათ მიერ მართული ,,ექსპერტების” გამოყენებით. შესაბამისად, ეს ხმა სუსტად ისმოდა, მაგრამ მარტის აქციების შემდეგ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა ჩაირთო ამ ცნების დასანერგად. პარტიის თავმდომარით დაწყებულიბრიგითი ჭანჭიკით დასრულებული დაუსრულებლად იმეორებენ.
ამ მიმართულებით გააქტიურებას ორი მიზეზი აქვს.
პირველი: ახლა, როცა ლექციებზეც კი არ მიესვლებათ საქართველოს ღია ღალატის გამო, ცდილობენ საზოგადოება ფაშისტებად მონათლონ.
მეორე, უფრო საშიში : საკუთარი საზოგადოების ფაშისტებად გამოცხადება ქმნის უკიდურესად სახიფათო საფუძველს. კრემლის პროპაგანდა სწორედ ფაშისტებად და ნაცისტებად მოიხსენიებდა უკრაინელებს და ამ გზით აძლიერებდა ნიადაგს ქვეყანაში შესაჭრელად. ომის დროსაც ზუსტად ამ გზავნილებს იყენებს.
ირაკლი კობახიძე, როგორც წესი, ერთ-ერთი პირველია, ვისაც რუსული გზავნილების გამეორება აქვს დავალებული. სწორედ მან მოიხსენია ჩვენი მოსახლეობა ქსენოფობებად, როცა ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდეს, ზომები მიეღო ომის ფონზე რუსეთიდან დაძრული დიდი ნაკადების გასაკონტროლებლად.
შესაბამისად, საკუთარი ხალხისთვის ფაშისტებისა და ქსენოფობების იარლიყის მიწებება მტრის მოპატიჟებაა. ეს შანტაჟია. გვეუბნებიან, თუ ჩვენ არ ვიქნებით, რუსებთან (ჩვენს პატრონებთან) მოგიწევთ ურთიერთობების გარკვევა; ჩვენ შეგვცვლით – მაშინ პუტინი დაგსჯით, თქვე ფაშისტებო, და ჩვენ ამისთვის ნიადაგს მოვამზადებთო. თქვა კიდეც ამ დღეებში კრემლმა, ივანიშვილს გაეშვით, თორემ დაგბომბავთო. დაივიწყეთ დასავლეთი, თორემ ომს დაგიწყებთო.
ამ პროპაგანდაზე დგას ივანიშვილი – ომით დაშინება. ქვეყანა მძევლად აიყვანა. საქართველოს უნიკალური შანსი აქვს, ბოლომდე ჩაეხსნას რუსეთს. ამისთვის ერთადერთი რამ სჭირდება – კარგი ხელისუფლება კი არა, არამედ ხელისუფლება, რომელიც იქნება თუნდაც ცუდი, მაგრამ არა რუსეთის მოკავშირე.
თუ თავად ხელისუფლებამ არ შემოიპატიჟა რუსი, არანაირი შანსი იმისა, რომ ამ ვითარებაში, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთს დასავლეთმა საქართველოს დაპყრობის საშუალება მისცეს, არ არსებობს. ამიტომ ქვეყანაში ომის ერთადერთი პარტია არსებობს და მას ივანიშვილი ჰქვია. სწორედ ის ემუქრება, აშანტაჟებს და აშინებს ქვეყანას ომით; სწორედ ის ცდილობს რუსული კანონის მიღებას; სწორედ ის აწვევინებს თბილისის ცენტრში ევროკავშირის დროშას; სწორედ ის ეწევა რუსულ პროპაგანდას; სწორედ ის ინახავს პუტინისტურ, ექსტრემისტულ ძალებს და იყენებს ხალხის წინააღმდეგ.
,,ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი მიმართულია საქართველოში რუსეთის გაძლიერებისა და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასუსტებისკენ.
თუ ხალხი და ხელისუფლება ერთ მხარეს იქნებოდნენ, ამას ემატება დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთს არანაირი შანსი აღარ დარჩებოდა საქართველოში. ივანიშვილია ერთადერთი, ვინც ხელს უშლის საქართველოს. ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხალხმა და დასავლეთმა უნდა დაძლიოს ივანიშვილი და რუსეთი.
ახლა სწორედ ომით შანტაჟის პროპაგანდაა გასანეიტრალებელი. ზუსტად ისე, როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით დავანგრიეთ ოლიგარქის პროპაგანდა.
დავუბრუნდეთ ,,ლიბერალურ ფაშიზმს”.
ამ შემთხვევაშიც ზუსტად ისე მოქმედებს რუსული პროპაგანდა, როგორც რუსულ კანონთან მიმართებით.
მარცვალს იღებს დასავლური სივრციდან და მანიპულაციურად მას აქცევს დიდ ტყუილად.
თავად ტერმინი ,,ლიბერალური ფაშიზმი” სრული იდიოტობაა და მას შინაარსი არა აქვს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ – ამ სახელწოდებით 15 წლის წინ ერთი ამერიკელი მწერლის წიგნი გამოვიდა – შინაარსობრივად სრული ბოდვა, დაახლოებით იმ დონის, როგორიცაა ალქოჩარის ,,ლუციფერის მხილება”. სამყაროში უამრავი სიგიჟე იწერება, მაგრამ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცნება ,,ლიბერალური ფაშიზმი” და მისი წარმომავლობა ამერიკას დაუკავშიროს და თქვას, ჩვენ არ მოგვიგონია, აი, ამერიკაში თქვეს.
მეორე ტყუილი უკავშირდება ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, როცა ლიბერალიზმსა და ფაშიზმზე ლაპარაკობდა. რეიგანთან დაკავშირებით რუსებმა გააყალბეს ყველაფერი – თარიღები, გამონათქვამები, კონტექსტი. გააყალბეს აბსოლუტურად ყველაფერი და ამგვარი მანიპულაციით, შექმნეს ტყუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეიგანის შეხედულებებთან. ,,ქართული ოცნების” პროპაგანდამ სიტყვასიტყვით გადმოიღო რუსული ფეიკი და ახლა საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს.
რუსული (შესაბამისად, ივანიშვილის) პროპაგანდის ხელწერა იდენტურია – რუსულ კანონს არქმევენ ამერიკულს; ,,ლიბერალურ ფაშიზმზეც” იმავე ტაქტიკას მიმართავენ; რეიგანის შეხუდულებებს მანიპულაციურად იყენებენ… ასეა ყველაფერში.
,,ლიბერალურ ფაშიზმს” (ასევე ნაცისტებს, სატანისტებს) – რუსი პროპაგანდისტები აქტიურად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved