• რეკლამა
  • კონტაქტი
16:22, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეორე რევოლუცია – ამერიკა უკვე ჩაერთო მოლაპარაკებებში და ეს იმას ნიშნავს, რომ მიშამ შეასრულა მიცემული პირობა და ახლა მათი პირობის შესრულების დროა” – ინტერვიუ საკაშვილი გარემოცვის წევრთან

ალია ავტორი - ალია
01:23 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

გიორგი ჯავახაძე, ალია

როცა მიშას საქართველოში ყოფნაზე გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე ადამიანმა თქვა – 23 ნოემბერს დაუმიზნებს ეგაო და მოდი სიმართლეს გაუმარჯოს, რა 23 ნოემბერი, მანამდე 2 თვეაო, არ არსებობსო, ვუთხარით. დღეს, მიშას მომხრე რამდენიმე ადამიანი ღიად წერს უკვე, 23 ნოემბერს მიშასთან ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებასო და ეს ცარიელი სიტყვები სულაც არაა, ენმ-ის მხარდამჭერებში კულუარულად, გეგმის დეტალები ვრცელდება. რასაკვირველია, ვერ ვადასტურებთ ამ გეგმის სინამდვილეს, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, რომელიც მასთან ერთად იყო უკრაინაში, გვიყვება:

– მიშა 23 სექტემბერს შეხვდა ევროპელ პარტნიორებს, სწორედ მათგან მიიღო გარანტიები…

– როგორ? ევროპარლამენტარებმა ეს გარანტიები ღიად უარჰყვეს.

– ამერიკამ ხომ არ უარყო? იმიტომ რომ ამერიკას არ გაუცია მსგავსი დაპირება და გარანტია, ეს გარანტია სწორედ დასავლეთისგან მიიღო მიშამ, ამიტომაც უარყოფენ, რომ გავრცელდა ამ გარანტიებზე ხმები. მეტსაც გეტყვით, იგი ევროპაში გამართული შეხვედრებიდან წამოვიდა ხელმოწერილი, ფურცელზე დაწერილი და ხელმოწერილი გარანტიით, რომ მას ციხეში არავინ მიატოვებდა. ამერიკამ არ მისცა მყარი გარანტია, ამერიკისგან მიშამ წამოიღო ერთადერთი დაპირება – შეხედავენ და თუ მოახერხებს იმის გაკეთებას, რასაც ამბობს, მერე ჩაერევიან.

ამერიკელებმა მიშას პირდაპირ უთხრეს, რომ ის არ არის ბოლომდე კონტროლირებადი და იმ შემთხვევაში, თუ მიშა ქვეყანაში შემოსვლისთანავე დაიწყებდა არეულობის მოწყობას, ამერიკა ხელს დაიბანდა. ეს მოთხოვნა იყო დასავლეთისგანაც – მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მომდარიყო ხელისუფლების ცვლილება. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს ამერიკელებისგან, მეც კი არ მქონდა იმედი, რომ მიშა იმას გააკეთებდა, რასაც აკეთებს, ჩამოვიდოდა, არ შეკრებდა ხალხს, ჩაბარდებოდა, დააჭერინებდა თავს, ჩაჯდებოდა ციხეში, იშიმშილებდა, დაელოდებოდა მერე ტურის ჩატარებას და ისე მართავდა პროცესებს, როგორც აქამდე მართავს, დაპირისპირების გარეშე.

ახლა მიშამ უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ მას ისევ, მეორედ შეუძლია ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლა – ეს არის მისი მთავარი მიზანი და სხვა მიზანი აქვს ოცნების მაღალჩინოსნების აგრესიულ ფრთას, მათ პირიქით, სურთ მსოფლიოს აჩვენონ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სისხლით უნდათ მოსვლა, თითქოს სადღაც შეიარაღებული ხალხი ჰყავთ გადამალული და ხელყუმბარებით დადიან ქუჩებში. ახლა ნაციონალური მოძრაობა ბომბზე მართლა ზის, მაგრამ ეს ბომბი ოცნების და რადიკალი ნაციონალების დადებულია, რადგან, ტყვია თუ გავარდა, პირველ რიგში, დასავლეთის და ამერიკის დახმარების იმედი დაიკარგება.

თუმცა, პირველი ეტაპი უკვე გავლილია, დასავლეთს უკვე დაუმტკიცა მიშამ, რომ მას გეგმის შესრულება შეუძლია და ამის საბუთი ქვეყნიდან უკრაინის სახალხო დამცველმა წაიღო. ამიტომ იყო ჩამოსული იგი საქართველოში. სხვათა შორის, მე „ქართულ ოცნებას“ ბევრ რამეში ვდებ ბრალს, მაგრამ თუ გახსოვთ, გორდონი რომ მიაბრუნა ქვეყნიდან – ეს ნამდვილად არ იყო „ოცნების“ ბრალი – გორდონი ზარს ელოდა, ის ელოდა ზარს სწორედ ამერიკის მხარისგან, არც მაშინ და არც მერე ამერიკას ამაზე მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია, რადგან, სწორედ ამერიკამ და დასავლეთმა თქვა უარი გორდონის, როგორც რადიკალიზმის მომხრის შემოსვლაზე საქართველოში. გორდონი ტემპერატურას მაღლა აწევდა და დადგებოდა იმის საფრთხე, რომ ტყვია გავარდნილიყო.

– და აბა, რისი იმედი აქვთ?

– ორშაბათს დიდი აქციაა დაანონსებული, ამ აქციის დროს გადაიკეტება თავისუფლების მოედანი და დაიდგმება კარვები, იქნება სხვადასხვა სიურპრიზები… ორშაბათს, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ამერიკიდან ჩამოდის რამდენიმე ადამიანი, ისინი არ არიან ამერიკელები, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია და არიან მიშას ახლო გარემოცვის წევრები, ამერიკა უკვე ჩაერთო მოლაპარაკებებში და როგორც ჩანს,  ეს იმას ნიშნავს, რომ მიშამ შეასრულა მიცემული პირობა და ახლა მათი პირობის შესრულების დრო დადგა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ციხეში თუ რამე მოხდება, ან მოხდა, გინდ ხანძარი გაჩნდება, თუ ბუნტი – ამაში ნაციონალების ხელი არ იქნება გარეული, რადგან, მათ მიცემული აქვთ მკაცრი დირექტივა, რომ მშვიდობიანი გზით უნდა სცადონ ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ სურთ საავადმყოფოში მიშას გადაყვანა. საავადმყოფოდან ნებისმიერ დროს შეიძლება ექიმმა „გამოიტანოს“ ინფორმაცია, რომ მიშას არ მკურნალობენ შესაბამისად, ან მისი მდგომარეობა მძიმეა, მერე კლინიკასთან ზღვა ხალხი მივიდეს და „გამოიყვანონ“ – ეს მისაღები სცენარია დასავლეთისთვის, ისევე როგორც სცენარი, რომ მიშა გაათავისუფლონ საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში, მაგრამ ციხეზე თავდასხმა სხვა სახის დანაშაულია, იქ სხვა პატიმრებიც არიან, ციხე სახელმწიფოებრიობის სერიოზული ინსტიტუტია და მასზე თავდასხმის ნებართვას არც ამერიკა და არც დასავლეთი არ გასცემს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23 ნოემბერს მოხდება ხელისუფლების გადაბარება.

– გინდათ თქვათ, რომ 23 ნოემბერს გამოვა მიშა ციხიდან?

– რატომ პირდაპირ 23 ნოემბერს? შესაძლებელია 23 ნოემბრამდე. მეტს ამ თემაზე ვერ გეტყვით.

მაგრამ, 23 ნოემბერს ელოდებიან, რომ მთავრობა გადადგება, როგორც 7 ნოემბრის მერე გადადგა მიშა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ახლა მთავარია, მთავრობა გადადგეს უსისხლოდ! ვადამდელ არჩევნებამდე ქვეყანას მიიყვანს დროებითი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდება ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან. ერთი რაც ზუსტად ვიცი, გაზაფხულამდე ვადამდელი არჩევნები ვერ იქნება.

კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ ყველაზე დიდი ფიგურა ამასობაში, ოცნების იმ ნაწილში, რომელიც ხელისუფლებაში რაღაც დოზით დარჩება, კახა კუჭავა, დიახ, კუჭავა იქნება ოცნების დარჩენილ გუნდში წამყვანი ფიგურა, იგი ერთადერთია ამ მომენტში ქართული ოცნების გუნდში, რომელსაც დასავლეთშიც და ამერიკაშიც ჰყავს მეგობრები, ამიტომაც ცდილობს ზედმეტად ბევრი სისულელე არ ისაბროს, მან იცის, რომ მომავალშიც გარანტირებული აქვს მთავრობაში ადგილი, თუ ამ პერიოდს მეტ-ნაკლებად მშვიდად გადააგორებს. თავისი ადგილი ექნება გახარიასაც. ყველა პატარა პარტიას ექნება შანსი, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი შანსი ექნება შალვა ნათელაშვილსაც კი, რადგან, როცა ოცნება აღარ იქნება, ის ხალხი, რომელსაც აღარც ოცნება უნდა და არც ნაცები – ხმას სწორედ პატარა პარტიებს მისცემენ. და ე.წ. შუაშისტების რიცხვი, ოცნების მთავრობის გადადგომისთანავე გაიზრდება, პოლარიზაციის შემცირებისთანავე, ნაციონალური მოძრაობა იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე ახლა მიიღო – ამასთან ერთად, შემცირდება ზეწოლა, ოცნებას აღარ ექნება დაშინების ბერკეტი და ნაცებს, ჯერ კიდევ არ ექნებათ ეს ბერკეტი ხელთ ჩაგდებული, ამიტომ, პატარა პარტიები თუ ჭკვიანად მოიქცევიან, მათ რეალური შანსი აქვთ ხმები მიიღონ.

– მიშას რამდენიმე მომხრემ ღიად დაწერა, 23 ნოემბერს ღვინოს დავლევთ მიშასთან ერთადო – როგორც ჩანს, ამ გეგმის შესრულების იმედი ბევრს აქვს…

– ხო, ნუ, ზოგი 23 ნოემბერს ღვინოს დალევს და ზოგი ჩაის…

თეგები: გიორგი ჯავახაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved