• რეკლამა
  • კონტაქტი
14:40, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მეკითხებოდნენ, რატომ დავდივარ აქციაზე, ვინ მიხდის ფულს“ – მედიკოსი პოლიციას განყოფილებაში მოწყობილ ტერორზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
12:04 04-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

პროევროპული აქციების მონაწილე მედიკოსი, პოლიციის სამმართველოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს – სანდრო ლიპარტელიანი, რომელიც გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან, გიორგი წოწკოლაურთან ერთად დააკავეს, “პირველებთან” ამბობს, რომ პოლიცია ეკითხებოდა, “ვინ უხდიდა ფულს აქციებზე დგომის სანაცვლოდ”.

ფსიქოთერაპევტი აცხადებს, რომ სამმართველოში გადაყვანამდე ის და წოწკოლაური პოლიციის მხრიდან ადევნების ობიექტი გახდნენ. საბოლოოდ, რამდენიმე საათის შემდეგ, ორივე მათგანი დააჯარიმეს.

პოლიციამ გიორგი წოწკოლაური და სანდრო ლიპარტელიანი გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლესთან დააკავა
მას შემდეგ, რაც პირადობები წარვიდგინეთ, მოხდა ისე, რომ ფოტოებიც გადაგვიღეს, მადლობა გადაგვიხადეს და დაგვემშვიდობნენ. ამის შემდეგ, ჩვენ მარკეტში შევედით პროდუქტის შესაძენად. “სპარიდან” მალევე გამოვედით, ისინი (პოლიციელები) ისევ იქ იდგნენ, გვითხრეს, რომ პროგრამამ ვერ აღგვიქვა, რომ ნამდვილად ვიყავით ფსიქოთერაპევტები, ჩვენი იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს და ამისთვის საჭირო იყო ჩვენი გადაყვანა.

გიორგიმ მოახერხა, “ლაივში” გასულიყო, ამაში ხელს გვიშლიდნენ. მე მოვასწარი ადვოკატისთვის დამერეკა. უფლებადამცველმა ითხოვა რომელიმე მათგანთან გასაუბრება მომხდარიყო, თუმცა ტელეფონი წამართვეს და არც ავტომობილში მომცეს დარეკვის საშუალება.

რა თქმა უნდა, ადევნება იყო, რადგან რუსთაველის გამზირზე არავინ მოსულა, რომ ნიღაბი არ შეიძლება (ერთ-ერთ მედიკოსს ნიღაბი ეკეთა). მათ თავისუფლად შეეძლოთ ადგილზე ეთქვათ, რომ გვაჯარიმებდნენ, ან როგორც იციან, შემდეგ დაერეკათ. ქალაქის სამმართველოში ჩვენი გადაყვანის არანაირი საჭიროება არ არსებობდა, მით უფრო ამ ფორმით.

იყო დამოკიდებულება, აქციებზე რატომ დადიხარ, ფულს ვინ გიხდის, მე ეგრევე გავმიჯნე ეს თემა და ვუთხარი, რომ არასდროს, არავის არაფერი შემოუთავაზებია”- თქვა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი

14:22 06-23-2025
როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved