• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

ალია ავტორი - ალია
20:03 01-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

საქართველოში უკვე ხელმისაწვდომი გახდა ლაბორატორიული Drive სერვისი. იდეა მეგალაბს ეკუთვნის, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, წამყვანი, დიაგნოსტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინოვაციური ცენტრია. Megalab Drive–ი გთავაზობთ ლაბორატორიულ მომსახურებას და ანალიზების აღებას მანქანიდან გადაუსვლელად.

თუ რას გულისხმობს Drive სერვისი, რომელი ანალიზების გაკეთება შეგიძლიათ, სად და როგორ – ამ დეტალებზე ინფორმაციას აქ ამოიკითხავთ. 

რას გულისხმობს ლაბორატორიული Drive სერვისი

Megalab Drive-ი პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად. მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, სასურველი ანალიზი ისე აიღოთ, რომ ავტომობილიდან გადასვლაც არ დაგჭირდეთ. ლაბორატორიული მომსახურებისთვის პეტრე ქავთარაძის ქ. №23-ს უნდა მიაკითხოთ. ადგილზე მისვლისას არ მოგიწევთ ავტომობილის პარკინგზე დატოვება და კლინიკაში შესვლა. სამედიცინო პერსონალი ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე გაგიწევთ დახმარებას. ამგვარად, დროს დაზოგავთ და თქვენთვის ყველაზე კომფორტულ პირობებში, კლინიკის მიღმა მიიღებთ მომსახურებას. თუ სამედიცინო დაწესებულებები დისკომფორტს გგვრით, მაშინ Megalab Drive-ი სწორედ თქვენთვის არის. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 24/7-ზე.

რომელი ანალიზების აღებაა შესაძლებელი Megalab Drive-ით

Megalab Drive-ი გთავაზობთ ლაბორატორიულ მომსახურებასა და ნებისმიერი ანალიზის აღებას. გამონაკლისია მხოლოდ Covid 19 გამოკვლევები.

მეგალაბის კვლევები მოიცავს:

  • ბიოქიმია
  • იმუნოლოგია
  • ჰემატოლოგია
  • ბაქტერიოლოგია
  • პარაზიტოლოგია
  • მიკოლოგია
  • კლინიკური გამოკვლევები
  • მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
  • ჰისტოპათოლოგია და მოლეკულური პათოლოგია
  • ბაქტერიოსკოპია
  • იმუნოჰისტოქიმია
  • ციტოლოგია
  • გამდინარე ციტომეტრია
  • ტოქსიკოლოგია

რატომ უნდა ჩაიტარო კვლევები მეგალაბში

მეგალაბი, ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო ლაბორატორიაა, რომელიც 2022 წლის 24 ივლისს JCI (Joint Commission international) სტანდარტად აკრედიტებული იქნა. JCI (Joint Commission international) ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკური პროცესების სწორად წარმართვას, პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივ გაუმჯობესებას. მეგალაბს ასევე მინიჭებული აქვს ISO 15189 აკრედიტაცია – საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ლაბორატორიული მედიცინის ხარისხისა და კომპეტენციის ასამაღლებლად შეიქმნა.

მეგალაბი ზრუნავს პაციენტების კმაყოფილებაზე და საუკეთესო შედეგების დადებას ისახავს მიზნად. გარდა საბაზისო ლაბორატორიული ტესტებისა, ტარდება კვლევები ონკოლოგიური და მოლეკულური მიმართულებით. ამ კვლევების უმრავლესობა საქართველოში ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა და მხოლოდ მეგალაბის წყალობით გახდა შესაძლებელი.

შეჯამება 

პირველად საქართველოში Megalab Drive-ი გთავაზობთ ლაბორატორიულ მომსახურებასა და ნებისმიერი ანალიზის აღებას მანქანიდან გადაუსვლელად. ეს არის კომფორტული ალტერნატივა და დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალება. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 12 წლის ასაკიდან, ნებისმიერ დროს.

(R)

თეგები: ანალიზებიმეგალაბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved