• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიის ცნობით, ლიეტუვის პარლამენტში ჟიგიმანტას პავილიონისის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

ალია ავტორი - ალია
19:38 06-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ლიეტუვის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის გადაყენებას ითხოვენ. როგორც გამოცემა „დელფი“ წერს, ოპოზიცინერმა დეპუტატებმა, სეიმის სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენს წარუდგინეს ხელმოწერები პავილიონისისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ დატოვებენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, თუ მისი თავმჯდომარე კვლავ ჟიგიმანტას პავილიონისი იქნება.

„ეს არ არის ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ომი, ეს არის სურვილი, რომ ჩვენ შევძლოთ, ნამდვილად შევძლოთ მშვიდად მუშაობა საგარეო პოლიტიკაზე. თუ ეს ადამიანი დარჩება კომიტეტის თავმჯდომარედ, სეიმში თანამშრომლობა სავარაუდოდ პრობლემური გახდება“, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა, საულიუს სკვერნელისმა, რომელიც ლიეტუვის „ფერმერთა და მწვანეთა კავშირს“ წარმოადგენს.

სეიმის სპიკერის განცხადებით, არსებული წესდებით, საჭირო რაოდენობის ხელმოწერის არსებობის შემთხვევაში, ის ვალდებულია პარლამენტს აცნობოს ინიციატივის შესახებ, რის შემდეგაც უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა სულ მცირე 71 ხმა.

როგორც „დელფი“ აღნიშნავს, პარლამენტის სპიკერმა მანამდე განაცხადა, რომ ის კრიტიკულად არის განწყობილი პავილიონსის რიტორიკის მიმართ, თუმცა მისი გადაყენების საფუძველს ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს ჩვენ მივყვებით გარე პროვოკატორების მიერ თავს მოხვეულ სცენარს“, – განაცხადა ჩმილიტე-ნილსენმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მიიღონ მონაწილეობა პავილიონისთან დაკავშირებით კრემლის პროვოკაციაში და უარი თქვან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან მისი გათავისუფლების ინიციატივაზე.

როგორც ლიეტუვის საზოგადოებივი მაუწყებელი იტყობინება, საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციონერ დეპუტატებს სთავაზობს დახმარებას ჯიგიმანტას პავლიონისთან დისკუსიის გამართვაში.

„ვფიქრობ, ყველა თავდასხმა და მცდელობა ჟიგიმანტსის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ჩამოსაცილებლად არის კრემლის თამაშის გაგრძელება“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა პავილიონსის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კომიტეტის თავმჯდომარის რუს პრანკერებთან საუბრის შემდეგ დაიწყეს. გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში პავილიონისი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის საქართველოზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს და მოსაუბრეს, რომელიც მას ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის ლეონიდ ვოლკოვის სახელით ესაუბრა, ეუბნება, რომ არ მიაქციოს ყურადღება ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებებს, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტი „სიმბოლურია“.

წყარო – პირველი არხი

თეგები: ლიეტუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved