მთავარი არხის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია.
ცნობისთვის, სუსმა ბრიფინგი 19:00 საათზე ჩანიშნა, მოგვიანებით კი 20:00 საათამდე გადადო. პარალელურად, ცოტა ხნის წინ, საპოლიციო ძალები ნუცუბიძის ქუჩაზე, ახალაიას სახლთან მივიდნენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია
10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ბაჩო ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს, გამოძიება არკვევდა პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჩანაწერის ავთენტურობა უარყო














კომენტარები