• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიის 40 წარმომადგენლის დღემდე გამოუძიებელი საქმე – ყველა 20 ივნისს დაშავდა

ალია ავტორი - ალია
18:06 06-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები.

მათი განცხადებით, აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკის ქონისა, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

2019 წლის 22 ივნისს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა სპეციალური მიმართვა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსების სახელზე, სადაც მოითხოვდა ყველა იმ სამართალდამცავის გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას, ვინც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად დევნიდა, ჯანმრთელობას უზიანებდა და უკანონოდ ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

ამ მიმართვიდან დღემდე, აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს არ მინიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და საქმე დღემდე გამოუძიებელია. ამის გამო, სამმა ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელთა საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფაქტი. სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებამ, ამგვარი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლის შემთხვევები, შეიძლება, წაახალისოს.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითავისოს მედიის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების სრული და დროული ინფორმირებულობის ნაწილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved