• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიასაშუალებას, შეიძლება, აკრედიტაცია 1 წლით გაუუქმდეს – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:11 06-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი მკაცრდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მედიას, შესაძლოა, აკრედიტაცია ერთი წლითაც შეუჩერდეს. პაპუაშვილის მტკიცებით, ცვლილების შედეგად საქართველოს პარლამენტი აკრედიტაციის წესებით ევროპარლამენტს უფრო “დაუახლოვდება”.

„თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას. იყო გარკვეული საკითხები, რომელთა გადმოღებაც საინტერესო იყო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემის ევროპულ სისტემასთან დაახლოება.

ასე რომ, დღეს ჩემს ბრძანებაში, აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები. დღეს საქართველოს პარლამენტში წესების დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით უჩერდებათ, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – ექვსი თვით. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე, ხოლო მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

მეორე: საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში სანქცია, ერთი თვე ან ექვსი თვე, მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ, ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც, დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ მედიას მთლიანად გაუუქმდეს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved