მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა დრონმა დაარღვია.
კაუშანის, შტეფან-ვოდეს, ანენი-ნოისა და ჰინჩეშტის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.
მოლდოვის თავდაცვის უწყებამ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.











კომენტარები