• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვერ მივიღებ არჩევნების ამ შედეგებს, ისინი არ უნდა დაპატიჟონ ევრონესტის შეხვედრაზეც” – აუსტრევიჩუსი

ალია ავტორი - ალია
22:08 11-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422

ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა “მთავარ არხთან”, თქვა:

“მას შემდეგ, რაც მოხდა არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ვერ დავმალავთ ჩვენს გაწბილებას და ვერც კტრიტიკისგან შევიკავებთ თავს. ჩვენ ვაღიარებთ მანიპულაციებისა და დარღვევების უზარმაზარ რაოდენობას, მუქარას მათ მიმართ, ვინც ხმის მისაცემად მივიდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს შეკითხვები ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა ვაღიაროთ ამ არჩევნების ის შედეგები, რომლებიც წარმოადგინა საარჩევნო კომისიამ. ჩვენ საკმარისი საბაბი გვაქვს იმის სათქმელად, რომ მანიპულაციებმა გამოიწვია არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ გამოძიებისკენ და მიგვაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს ახალი პარლამენტის შეკრება და თუ ეს მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” დაეკისრება. გარდა ამისა, ყველას, ვინც ძალადობრივ ქმედებებშია შემჩნეული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ არჩევნები გამჭვირვალე არ ყოფილიყო, ისევე როგორც ოპოზიციის მიმართ მუქარაში, მათ უნდა დაეკისროთ სანქციები. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო მესიჯი “ქართული ოცნების” წევრებს, რომ ჩვენ არ გვსურს ასეთი სახის ურთიერთობა და მე პირადად არ მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლეგიტიმურად და გამჭვირვალედ არიან არჩეულები ხალხის მიერ. მე იმედი მაქვს, რომ “რინიუ ჯგუფის” რეზოლუციის პროექტი ჰპოვებს მხარდაჭერას სხვა ჯგუფებს შორის, რათა ამ ძლიერი გგზავნილით საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ, რომელიც ამჟამად დიდი საფრთხის ქვეშაა. მე არა მგონია, რომ ქართული ოცნების დელეგაცია საქართველოს წარმოადგენს. არამედ ის წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი არ უნდა დავპატიჟოთ ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ მე ვერ მივიღებ არჩევნების ამ შედეგებს. ამიტომ, ისინი არ უნდა დაპატიჟონ ევრონესტის შეხვედრაზეც”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved