• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ველოდები ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლას, შესაძლოა, გამოგვიცხადოს, სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ და იმიტომ დავბრუნდიო!“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:49 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“  ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– თქვენი სიტყვები ხშირად ცხადდება ხოლმე და ვარაუდობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდება პოლიტიკაში, თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ?

– არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს კვლავ მოუწიოს პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართვა. მისი მეორედ მოსვლა ვნახეთ, მაგრამ მესამედაც რომ მოვიდეს, არ გამიკვირდება. შესაძლოა, გამოგვიცხადოს, სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ და იმიტომ დავბრუნდიო. მე ვფიქრობდი ასე და ეს განცდა, აქამდე გაუჩინარებული ივანიშვილის წერილმა გამიძლიერა. ზოგადად, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან  უჭირს, მაშინ მოევლინება ხოლმე ივანიშვილი მაშველად, ახლა უჭირთ კი არა, რესურსი აღარ დარჩათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. გიორგი გახარიამ გუნდს უღალატაო. ვინ უღალატა? ვინ დარჩა იმ გუნდიდან ხელისუფლებაში, ვინც გახარია როცა მოვიდა პოლიტიკაში, მაშინ დახვდა? არც არავინ.  ყველა გაიქცა ან გაქციეს. კახი კალაძეღა დარჩა და ისიც შანტაჟით ჰყავთ დაჭერილი. 

– ისე, დაკვირვებული ვარ. კახი კალაძე  ცოტა ხისტ განცხადებას გააკეთებს თუ არა, ისეთ რაიმეს  თუ იტყვის, რაც ერთი–ერთში არ ჯდება „ქართული ოცნების“ მესიჯებთან, იმავე დღეებში თბილისის რომელიმე გამგეობაში და მერიას დაქვემდებარებულ  სტრუქტურებში,  კორუფციის ბრალდებით, ვიღაც უნდა დაიჭირონ. ცხადია, ეს ხალხი კალაძის გუნდი წევრები, ან მათი ახლობლები. უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო. ეს არაპირდაპირი ზეწოლაა კალაძეზე და ერთგვარი მინიშნებაც – თუ ჩვენთან არ იქნები, შენიანებს დავიჭერთ და ბოლოს შენამდეც მოვალთო?

– კი, როგორც კი ცოტა პატარას გაიფხაკუნებს კალაძე, იმ წამსვე პრობლემა აქვს. რაც ფული მოიპარა, იმას დაახარჯინებენ. ადგილობრივ არჩევნებს მას ჩაატარებინებენ, მისი ფული დაიხარჯება ამ არჩევნებზე.

– „ნაციონალებიც“ შევიდნენ პარლამენტში და რა შეიცვალა ამით? ლეიბორისტების გარდა, ყველა პარტია შევიდა.

– უკვე, როდესაც ამდენი პარტია იყო შესული პარლამენტში, მე ვემხრობოდი, რომ შესულიყვნენ სხვებიც –„ნაციონალები“, „ლეიბორისტები“, თაკო ჩარკვიანი. იმიტომ, რომ ესენი ბევრად უკეთესი სპიკერები არიან, ვიდრე სხვა პარტიის წარმომადგენლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებიც შეშინებულნი იყურებოდნენ პარლამენტის დარბაზში და „ქართული ოცნება“ დომინირებდა. ერთიც მინდა ვთქვა. ძალინ ცუდი საყურებელია, როდესაც სახელოვანი სპორტსმენი საჩხუბრად არის შესული და არა საქმის  საკეთებლად. საკუთარ თავს არ უნდა აკადრო და იმ გულშემატკივრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ტაშს გიკრავდნენ.

– მიხეილ ყაველაშვილს გულისხმობთ?

– არა მარტო მას, ყველას, ვინც ნიკა მელიას გამოსვლის დროს წამოხტა და პოლიტიკურ ოპონენტებზე გაწევ–გამოწევა დაიწყო. ზოგადად, სპორტისა და ხელოვნების  სფეროს წარმომადგენლების ადგილი არ  უნდა იყოს პოლიტიკაში, ცხადია, თუ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვქვს საქმე.  პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა. ხალხს უყვარხარ, ამაგი გაქვს ამ ქვეყანაზე, ასახელე და აკეთე ის საქმე, რაც იცი. კახი კალაძე ხალხს ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ გულშემატკივრებიდან ბევრი დაკარგა. უხერხულია, ასეთი სახელოვანი ფეხბურთელი იყო და დღეს თბილისის მერიაში მის კორუფციულ სქემებზეა დასაბუთებული ლაპარაკი. ტენდერებით მოპარულ ფულზე, „ატკატებზე“ და ათასგვარ მაქინაციაზე. კაცი, რომლითაც ვამაყობდით, დღეს კორუფციასა და სიბინძურესთან არის ასოცირებული.

– კი, ბევრმა სპორტსმენმა, წლების განმავლობაში მოპოვებული ხალხის სიყვარული, პოლიტიკაში მოსვლით გაანიავა რამდენიმე წელიწადში. მერიაში არსებულ კორუფციაზე უამრავს ვწერდი, სავარაუდო ატკატებზეც, თუმცა, მართლაც, როგორც ჩანს, სანამ კალაძე „ოცნებაშია“, ამ საქმეებს არავინ მოედავება. გიორგი გახარიას მინდა დავუბრუნდე. მის ინტერვიუსაც ვუყურე, პრესკონფერენციასაც, მაგრამ ახალი არაფერი თქვა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– კი, ვერავინ ძარღვი ვერ დაიჭირა მის ნათქვამში. აი, ასეთები არიან – არც გეგმა, არც ქმედება, უბრალოდ ლაპარაკობენ და მათი სიტყვები წყალია, გახარიასიც და ვინც მას გადაჰყვა „ქართული ოცნებიდან“, ყველასი. ეს ქვეყანაც წყლად აქციეს. ლაი–ლაის მეტი არაფერი შეუძლიათ. საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ვინც ქვეყნის სასიკეთოდ იბრძვის, ხალხის გასაჭირი სტკივა და ვისაც რაღაც პრინციპები გააჩნია, ესეთ ხალხს იშორებენ, ესეთები მათი მტრები არიან. გახარიაც მაგ ტიპის პოლიტიკოსია, „ქართული ოცნების“ წიაღში აღმოცენებული. ამ დღეებში ამდენი ილაპარაკა ტელევიზიებში და ვერ გავიგე, რა პრინციპები აქვს და ან აქვს თუ არა საერთოდ.

– ჟურნალისტებმა ის ვერ ათქმევინეს, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის თუ არაო. არც ჰო თქვა, არც არა. ამ  კითხვასაც კი თავი აარიდა.

– კი, ვერც ის თქვა, არის არაფორმალური მმართველიო  და არც ის თქვა, არ არისო, ტყუილიც არ  უნდოდა ეთქვა, ეგრე გამოვიდა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved