ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი:
“ჩემი შვილი რომ გამოეშვათ გირაოთი, და როგორც ნორმალურ ქვეყანას შეეფერება, წარმართულიყო ძიების პროცესი და ფაქტებით დაემტკიცებინათ დანაშაული ჩემი შვილსთვის, მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მივყვებოდი მშვიდად სასამართლო პროცესს, მარა როცა ბატონი კახი კალაძე დარწმუნებით ამტკიცებს ლაზარეს დანაშაულის შემსრულებლის და იმასაც იძახის რომ ამ საქმეს ორგანიზატორები ყავს……. ლაზარესგან როგორი ბინძური მეთოდით მოიპოვეთ ჩვენება მაგაზე რას იტყოდით? უდანაშაულობის პრეზუმპციაზე რას იტყოდით ბატონო კახი? მე ვარ თბილისში გაზრდილი ბიჭი და მე და თქვენ ვართ ერთი თაობის ადამიაები, გეკითხები შეგიძლია კაცსზე თქვა ის რაზეც დარწმუნებული არ ხარ? და რა ქვია ამ საქციელს? მე ვარ გაბრაზებული მამა და არ იფიქროთ ვინმეს დაგიზადნოთ, რაც დრო გადის მით უფრო ვბრაზდები, მე ვაცხადებ საღი გონებით, შევაკვდები ამ უსამართლობას, ძალიან გთხოვთ ლაზარეს ნუ გამიმწარებთ.”
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას “რუსული კანონის” გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.
კომენტარები