• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვამაყობ ამ ისტორიით” – რას წერს თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
15:39 05-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,515
დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“ეს ლექსი რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანმა მიუძღვნა , ფაშიზმთან ომში დაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს საინტერესო ისტორიის მატარებელია: ლექსი დაწერილია 1975 წელს და ჯანსუღის ყველა კრებულში შეტანილია ამ მიძღვნით, საოცარი სითამამე პოეტის მხოლოდ ის არ არის ამ ლექსში , რომ პოეტი ტკივილით ამბობს: ” საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავიო”, არამედ კიდევ ის , რომ ირინე სხირტლაძე გახლავთ კატინის ტრაგედიის დროს დახვრეტილის შვილი!!!!
დიახ, რთული იყო 1975 წელს ხმამაღლა გეთქვა, სად ჰყავდა საქართველოს ომში დასაკარგავი შვილიო, თან რუსეთის მოწინააღმდეგის, რუსების მიერ დახვრეტილის შვილისთვის მიგეძღვნა ლექსი! ასეა, ეს ისტორიაა და მე ვამაყობ ამ ისტორიით, ამ ლექსით, პოეტის ამ სითამამით, თან მენატრება ჯანუკი და….თქვენც გაგიზიარეთ მეგობრებო ჩემი მონატრება??
“მართლა მჯიღის ხელა თუ ხარ,
შენი მჯიღის ჭირიმე ,
რად არ წუხხარ , რად არ წუხხარ,
რად არ წუხხარ ირინეს!
მიწა დასწვეს იმის ცოდვით ,
ზეცა გაახირიმეს, ვინ იცნობდით ,
ვინ იცნობდით,
ვინ იცნობდით ირინეს.
გამოცხვება კვერი ობლის,
გაუყუჩებს ტკივილებს,
ოღონდაც თქვით, ოღონდაც თქვით,
ვინ იცნობდით ირინეს.
მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში,
ცეცხლში გამოიცადა,
პოლონეთში , პოლონეთშიც საქართველოს იცავდა,
აჯანყდა და მტერი ხოცა,
ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ შენ ვინ მოგცა ,
შვილი დასაკარგავი !
პოვონსკაში თეთრი გორა,
მოუჩითავთ გვირილებს,
ირინოლა ირინოლა,
ირინოლა ირინე.
აჯანყდა და მტერი ხოცა ,
ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ შენ ვინ მოგცა
შვილი დასაკარგავი!”
ჯანსუღ ჩარკვიანი 1975 წელი”
თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved