• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე თვითონ არ ვიცი სად ვიპოვე ამდენი ძალა ჩემს თავშიო, იქ არ ყოფილა მარტივი ჩვენი ურთიერთობაო” – რუსთავიდან გლდანში გადაყვანის დეტალები

ალია ავტორი - ალია
04:16 11-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ეკა ხერხეულიძე ,,ტვ პირველის” ეთერში დეტალურად იხსენებს სააკაშვილის მონათხრობს, თუ როგორ გადაიყვანეს რუსთავიდან გლდანში:

,,გადმოყვანის დროს მე პირველად გავიგე, რომ არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მას უთხრა ტყუილი, ეს გახლავთ, რუსთავის მე-12 დაწესებულების დირექტორი, ბატონი მოდებაძე, რომელმაც მას უთხრა რომ ის გადაყავდათ ვივა მედში, მიხეილ სააკაშვილი შევიდა საკანში, მას ბოლო მნახველი ვიზიტორი ჰყავდა აკო მინაშვილი, ის უნდა შეხვედროდა დედას და შვილებს, უთხრეს რომ არ მოსულან, არადა ქალბატონი გიული და ბავშვები ელოდებოდნენ გარეთ, გარეთაც არა, უკვე შესულები იყვნენ ციხის ტერიტორიაზე .

მთელი გზა მომყვებოდა ეს ვერტმფრენიო, ორი მანქანა წინ და უკან მომყვებოდა, ეს რაღაცა შავი ჯიპები, რომლებიც მერე მოგვიანებით ჩვენ კადრში ვნახეთ, შუაში თავად სასწრაფოს მანქანით მიდიოდა, რეანომობილით, ისე როგორც უნდა წაეყვანათ, არაფერი არ გამკვირვებიაო, იმიტომ რომ ასე იყო მოსალოდნელი და ალბათ ასეც უნდა გადავეყვანეო, გამაკვირვა იმან, რომ გზაში ვერც ერთი შენობა ვერ დავინახეო და მივხვდიო, რომ რაღაც ქალაქგარეთ ვიმყოფებოდიო, ეს ვერტმფრენი მუდმივად დამყვებოდა თავზე, იმიტომ რომ ხმა მესმოდაო და მივხვდიო, რომ რუსთავის მეტალურგიურ ქარხანას როგორც კი გავუარეთო, გარდაბნის მხარეს გადავედითო, ეს აქეთ არ უნდა წამოვსულიყავითო, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაინც ნორმალური ადამიანი ვარ და ვიფიქრე ასე ჩავთვალეო, რომ იქიდან უნდათ შემოვლა დიღომში შესასვლელადო.

ავჭალას როგორც კი მივუახლოვდით, წარწერით მივხვდიო, იმიტომ რომ ვერ ვიცნობდიო, ვერაფერს ვხედავდიო და როგორც კი მივედი ვიკითხე, არავინ პასუხი არ გამცაო, არავის არაფერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის, უბრალოდ პასუხი არ გამცესო და როგორც კი მივუახლოვდი გლდანის ტერიტორიას, ვუთხარი რომ არ არსებობს, მე აქ არ ჩამოვალ, იმიტომ რომ თქვენ მე მომატყუეთ და რუსთავის დაწესებულების დირექტორმა მითხრა ძალიან მშვიდ გარემოში, პერსონალის თანდასწრებით, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ახლა ვივა-მედის კლინიკაში და არა აქ. თქვა, რომ ჩამობრძანდით მეუბნებოდნენ, მე ვუთხარი არა, ის კადრები, რომლებიც თქვენ ნახეთ არის დაჭრილიო და თავისთავად ყველა მივხვდით ამას და როდესაც ეს საუბარი გაჭიანურდა დაიწყო უკვე კატეგორიული მოთხოვნა, რომ რას ელაპარაკები და დროზე ჩამოიყვანეო, ეს ხდება მანქანაში, ოღონდ მართლა არ მინდა გვარების დასახელება, მისი ნებართვის გარეშე.

მოკიდე ხელი და ჩამოათრიეო, რას ელოდები ამასო. უნდა ითქვას, რომ იქ რამდენიმე ადამიანი ძალიან თავშეკავებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ღიად არ აფიქსირებდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მაგრამ განწყობა თანაბარი იყო და ისინი ცდილობდნენ, რომ მე ძალით შევეთრიე და ეს ასე იქნებოდაო, მათ ვუთხარიო რომ ხომ მაქვს აქ ყოფნის უფლება ან დამაბრუნეთ იმავე ობიექტზე სადაც ვიყავი რუსთავში. მერე დაიწყეს გადმოთრევა, მერე ის შეურაცხმყოფელი სიტყვები რაც გაჟღერდა და არ გაჟღერებულა. ძალიან დამამცირებელი, ძალიან შეურაცხმყოფელი, ფიზიკური ძალა სადამდეც მეყოო თქვა, მე თვითონ არ ვიცი სად ვიპოვე ამდენი ძალა ჩემს თავშიო, იქ არ ყოფილა მარტივი ჩვენი ურთიერთობაო, მხოლოდ ისე არ ყოფილა, რომ ისინი ახორციელებდნენ ჩემს მიმართ აგრესიას და მე პასიური ვიყავიო, იმიტომ რომ მე მივხვდიო და ზუსტად ვიცოდი ვის წინაშე ვიდექიო, ვისი შეკვეთა ხორციელდებოდა და ამას ვეუბნებოდი მუდმივადო.”

თეგები: ეკა ხერხეულიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved