• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე თუ სხვა გზას ვირჩევ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გზა უნდა ჩავჩეხო” – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
14:15 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,696

უფლებამდაცველი, ბაია პატარაია:

მე ვთვლი, რომ ხელი არავის უნდა შევუშალოთ ამ პროტესტში. წინააღმდეგობამ უნდა სცადოს მრავალი ფორმა. მე პირადად ვარ იმის მომხრე, რომ უნდა გავუძლოთ: უნდა მაგრად და ჯიუტად დავუდგეთ და რეჟიმის ჩამოქცევას ვიხილავთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ხედვა და ერთი გზაა. არსებობს სხვებიც…
გული მწყდება იმ აქტივისტურ ჯგუფებზე, რომლებიც რადიკალურად მოგვეჩვენა, ხელი შევუშალეთ და ხელი ავაღებინეთ მათ იდეებზე ზედმეტი დამუნათებით და ისტერიული გმობით. არაა ეგ სწორი. რაც რადიკალურად მოგვეჩვენება, ყველაფერს ხელი კი არ უნდა შევუშალოთ?! შეგვიძლია წყნარად და ღიად გავემიჯნოთ; ჩაკვლა საჭირო არ არის.
დიახ, ხაბეიშვილსაც ვგულისხმობ. მე თუ სხვა გზას ვირჩევ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გზა უნდა ჩავჩეხო. გვახსოვდეს, რუსი ოლიგარქის დამარცხების ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. და ისიც გვახსოვდეს, რომ არსებობს კარგი იდეები, მაგრამ არ არსებობს შესრულების რესურსი – ასეთად მიმაჩნია საყოველთაო გაფიცვა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ავწიეთ ვერც ბიზნესმა და ვერც კლიენტებმა. (იქნებ ოდესმე ისევ მივუბრუნდეთ, თუ მოვმწიფდით სამაგისოდ).
ხოდა, აკეთოს ხაბეიშვილმა ის, რისიც სჯერა. ხელი კი საქოცეთმა შეუშალოს და არა ჩვენ. ხაბე მაგალითია, თორემ მე ყველა სხვა ჯგუფზეც ეგრე ვფიქრობ. ეხლა მკითხავთ ლელოს და გახარიასაც ვაცალოთო?! კი ბატონო, არ დავეთანხმოთ, თუმცა, არც მანდაა საჭირო აგრესიული ლანძღვა. ლელო და გახარია თავისით ჩაფუჭდებიან, ისეთი მარცხისთვის განწირული გზა აირჩიეს. (წინასწარ მეზარება იმის წარმოდგენა, 4 ოქტომბერს წუწუნს რომ დაიწყებენ, არჩევნები გაგვიყალბესო. კაი ერთი, რას მელაპარაკები?! არჩევნები რომ გააუქმა ბიძინამ, ზუსტად მაგიტომ არ იღებს მაგ ფარსში მონაწილეობას რვაზე მეტი პარტია).
მოკლედ, მთავარია ვკონცენტრირდეთ რუს ბიძინაზე – ქვეყნის ნამდვილი უბედურებაზე და არ დავჭამოთ ერთმანეთი.
მე მჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში მაინც წინააღმდეგობის ყველა ფრთა ერთად დადგება, რადგან საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!
ცეცხლი ოლიგარქიას!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved