• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას“

ალია ავტორი - ალია
14:19 07-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მის მოსკოვის „ცსკა-ში” გადასვლით გამოწვეულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა!

დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო. რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა. ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის, ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა! ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს. ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ. და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება! ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved