• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე თავი არ დავუხარე უსამართლობას” – ალეკო ელისაშვილის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
23:52 03-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ალეკო ელისაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,საინტერესოდ მოსასმენია როგორ აბსურდულად ცდილობს გამოძიება ჩემთვის ტერორიზმის დაბრალებას.

დღეს სასამართლოზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდნენ. ამ მტკიცებულებებს ჩემს წინააღმდეგ ცალმხრივად, როგორც უნდათ, ისე ავრცელებენ. ჩემს ადვოკატებს კი ხელს გაუთქმელობაზე აწერინებენ, რომ საქმის დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრონ.

აი, ასე სამართლიანად იწყება ჩემი პროცესები. თუმცა, ამ ქვეყანაში სამართალი რომ არ გვაქვს, ზუსტად მაგიტომ ვარ უკვე სამი თვეა, სრულიად დაუსაბუთებლად საქართველოში ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ტერორიზმის მუხლით დაპატიმრებული.

სიმართლე გითხრათ, ბრალი რაც მაქვს წარდგენილი – ამაზე მეცინება, პოტენციურ სასჯელზე – მეღიმება. რაც არ უნდა მომისაჯონ, ეს წლები ჩემთვის სასჯელი არ იქნება, პატივი იქნება. ვინაიდან მე თავი არ დავუხარე უსამართლობას, ქართველებისთვის ღირსების აყრას, უდანაშაულო ხალხის ციხეებში გამომწყვდევას. უსამართლობასთან დაპირისპირება, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა და ამისთვის პატიმრობა პატივია და არა სასჯელი.

სწორედ ამიტომ ვუყურებ მარტივად ყველაზე მკაცრ ციხეში ყოფნასაც. პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ, ქართველად დავიბადე. ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა და წინააღმდეგობა ჩვენი გენეტიკური მამოძრავებელია. მეც ქართველი ვარ. მაშასადამე, არასდროს შევეგუები უსამართლობას.

მადლობა ყველას ვინც ქუჩაში იბრძვის. მხნეობა სინდისის და პოლიტიკურ ყველა პატიმარს. გავიმარჯვებთ აუცილებლად და მჯერა ავაშენებთ ნანატრ საქართველოს: სამართლიანს, მდიდარს და ამაყად თავაწეულს!“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved