პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, “წულუკიანის კომისიასთან” 2011 წლის 26 მაისის დარბევის ფაქტზე ისაუბრა.
„26 მაისზე ორ სიტყვას გეტყვით. პირველი შემთხვევა იყო, სადაც გასასვლელი არ დატოვეს და სადაც უნდოდათ დაღვრილიყო იმდენი სისხლი, რამდენიც იმაზე მეტი იყო, რაც საჭირო იყო. მე ორ შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე ჩხუბის და ცემის მერე ვიყავი გათიშული, გაზებისგან და ცემისგან და ჩემმა ბიჭებმა მხატვრის სახლის ეზოში შემიყვანეს და იქ პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შემიფარა თავის სარდაფში. ასე რომ მე ვერ მიპოვეს, ჩემ შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, ისიც შეიფარა გვერდზე კორპუსში ოჯახმა და რამდენიმე ადამიანიც შეიფარა იმ ოჯახმა.
უფროსი შვილი, რომელმაც მოახერხა გარღვევა მხატვრის სახლის, ის დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში, მაგრამ რომ გაიგეს ჩემი შვილი იყო, სხვასთან შედარებით ადრე გამოუშვეს. დაიჭირეს ჩემი ძმა, დაიჭირეს ბიძინა გეგიძე, რომელსაც ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე და იქ, რომ არა ერთ-ერთი სასაფლაოს მომვლელი, ის იქიდან ვერც გამოვიდოდა. მეორეჯერ მკვდარს დაგაგდებთო უთხრეს“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
საავადმყოფოში, ჩემი მეგობარი ექიმის, კახა ქუნთელიას მიერ შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაჰყავთ და მოდიან კუდ-ის თანამშრომლები თეთრი ხალათებით და რა უნდა გაგიკეთონ თქვენ, ვინც საავადმყოფოში ვიყავით, არაფერი ვიცითო… შესაბამისად, სანამ ის კუდ-ის თანამშრომლები მოვიდოდნენ, ჩვენ შევძელით საავადმყოფოდან გამოპარვა. შევძელით გამოპარვა და დამალვა ჩვენი სხვადასხვა მეგობრის ბინებში. კობა დავითაშვილის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
კომენტარები