პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
დღევანდელი რუსული პოლიტ-ტექნოლოგიური ხაზი, რომელსაც ინტენსიურად იყენებენ სახელისუფლებო სპიკერები, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის პოზიტიური სახის ფორმირება შეუძლებელია, მდგომარეობს შემდეგში:
უნდა ამტკიცო, რომ ყველა რუსეთისნაირია და არაფრით ჯობიან მას, ამიტომ მიდგომაც ერთნაირი უნდა იყოს.
თუ დააკვირდებით მაგალითად პაპუაშვილის რიტორიკას, ამას ძალიან მარტივად დაინახავთ – როდესაც ის საუბრობს საფრთხეებზე, მუდმივად ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა აფინანსებს, ან რომელ ქვეყანას უზიარებს ვინმე ინფორმაციას. ხშირად ჩამონათვალიც კეთდება, სადაც ერთ კონტექსტში მოიხსენიება რუსეთი, აშშ, ევროპა.
შესაბამისად, ქვეცნობიერი გადადის კონფორმისტულ მდგომარეობაში და იწყებს მუშაობას “შეჩვეული ჭირის” პრინციპით, რაც არის კიდევაც იმპერიის მთავარი პროპაგანდისტული ამოცანა.
ბიძინაც მუდმივად ამ პრინციპით ახდენს საკუთარი პერსონის პოზიციონირებას – მე შეიძლება არ ვარგივარ, მაგრამ ესენიც (ოპოზიცია) ვინ არიან… და აღწევს კიდეც სასურველ შედეგს.
ამასთან დაპირისპირება კი მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირებით არის შესაძლებელი – არა მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ის ცუდია, რადგან ამ შემთხვევაში შენ ერთ ტალახზე, ის ათს გესვრის და მინიმუმ გაგათანაბრებს. არამედ, იმაზე საუბრით, რატომ და რით ხარ შენ მასზე უკეთესი.
თუ ეს არ შეგიძლია და არსებულ ნეგატიურ ველში მოქმედებ, ესე იგი შენც უნებურად ამ რუსული თამაშის ნაწილი ხდები.














კომენტარები