• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რომ მათრიეს კაწაწებით ეს რა ჩაიდინეო, მეწყინა, დაავადებას აკრძალვა ვერ აქრობს” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
13:25 04-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, აზარტულ თამაშებზე დაწესებული რეგულაციების გამო, ერთ-ერთმა კომპანიამ რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობას აფინანსებდა, დაფინანსება შეწყვიტა, რის გამოც მისი თქმით, ბევრი პაციენტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და მკურნალობას ვეღარ აგრძელებს.

“საქმე ასეა ძვირფასებო, ძალიანაც ვემხრობი ისეთ შეზღუდვებს, თუ მოზარდებს და ახალგაზრდა ხალხს აზარტულ თამაშებში ჩართვის შესაძლებლობას უჩერებს. რამდენად ეფექტურად ხორციელდება ეს, დარწმუნებული არ ვარ თუმცა. აგერ რომელიღაც ქალაქის ნორჩ მერსაც მოუგია ავტომობილი, ულოცავენ. კარგი მაგალითია, ჩემმა მზემ. ჰოდა გემახსოვრებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც რაიმე ნიშნით ყელზე ვადგავარ, სხვა ფსიქოთერაპიის ცენტრებში ევროპაბეთის მიერ დაფინანსებული თერაპიის პროგრამები რომ არც კი შეუნიშნავთ, მაგრამ მე რომ მათრიეს ამ ჩემი სათრევად მადისაღმძვრელი კაწაწებით (თმებით მაშასადამე), ეს რა ჩაიდინე, როგორ დაეთანხმე პაციენტების მკურნალობას, ამით ხომ კაზინო გაათეთრეო. სადღაც მეწყინა უნდობლობა, ვითომ რომ ეგონათ “გავმდიდრდი”.

ჯერ ჩემს კეთილსინდისიერებაში რომ გაბედეს ეჭვის შეტანა და ამავდროულად კაზინოს “არიფობა” დაიჯერეს, რომ ვინმეს ეს ბიზნესი გაამდიდრებდა. სადღაც ისიც გამიხარდა, რომ რასაც ვეხები, ყველაფერი თეთრდება მათი აზრით, რაშიც საკმაოდ არათავმდაბლურად კიდეც ვეთანხმები, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით – კაზინოს შეთეთრების რა გითხრათ და უამრავი პაციენტი, რომელიც პირველივე დღეს ჩაეწერა და უწყვეტად ეწერებოდნენ შემდეგაც და მათგან უმეტესობა თვითმკვლელი იყო, დღეს ბედნიერია და საღ ცხოვრებაში დაბრუნდა. კანონების ცვლილების შემდეგ ევროპაბეთმა აღარ გააგრძელა უფასო თერაპიის პროგრამის დაფინანსება და ის პაციენტები, რომლებსაც დასრულებული არ ჰქონდათ თერაპია, პანიკამ მოიცვა. ვერ ვუღალატებდით და ჯერ კიდევ ჩვენთან დავტოვეთ, სრულიად უფასოდ ვემსახურებით, ასე გვინდა და იმიტომ.

ახლებს ვეღარ ვიღებთ უბრალოდ, რადგან პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენ არც ისე დიდი ცენტრი ვართ, არავითარი შეღავათი არ გვაქვს არც გადასახადების და არც სხვა კუთხით, ჰოდა უბრალოდ გავისრისებით და გავქრებით, თორემ უდიდესი სიხარულით გავაჩუქებდით ჩვენს შრომას, ენერგიას, სასიცოცხლო დროს. მაინც რომ იცოდეთ ეს ამბავი და იქნებ სახელმწიფოს ხალხზე მოამაგე კანონმდებლებს პაციენტების დარდიც გაუჩნდეთ ცოტა.

დაავადებას აკრძალვა ვერ აქრობს. როგორც ნაცების დროს ნარკოტიკის აკრძალვამ ვერ გააქრო დაავადება, იგივეა ახლაც. პაციენტების დიდ ნაწილს ფასიანი სერვისის მიღების საშუალება არ აქვს,” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისათვის, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1 მარტიდან იკრძალება რეკლამა “აზარტული თამაშების” შესახებ და 25 წლამდე პირის რეგისტრაცია აზარტული თამაშების ონლაინ საიტებზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17:16 04-20-2026
Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

12:31 04-20-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved