მწერალი კოკა ქამუშაძე:
მე რომ ირაკლი დგებუაძე ვიყო, ვილოცებდი რომ დღეს მოსამართეს მზია ამაღლობელი გამოეშვა.მზიასთვის განაჩენი, რეალურად დგებუაძის განაჩენი უფროა.დღეს წყდება, დატანჯავს თუ არა შინაგანი ნამუსი, რომელიც ახლა შეიძლება მიჩქმალული ყავს, მაგრამ აუცილებლად წამოყობს თავს ადრე თუ გვიან, როგორც მიუხედავი კარიესი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება, შესაძლებელია მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო
კომენტარები