• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე როგორც თავდაცვის მინისტრი, საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში აღარ ვიყავი მინისტრი, ამიტომ რამეს დაზუსტებას საშუალება არ მექნებოდა” – ლევან იზორია

ალია ავტორი - ალია
18:17 07-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

თავდაცვის ყოდილმა მინისტრმა ლევან იზორიამ, პროკურატურაში ე.წ. ჩორჩანiს ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა:
„ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური და არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი საკითხი განხილული არ ყოფილა.

2019 წელს, აპრილში შეიქმნა უსაფრთხოების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ანალიზზე, პრობლემების ანალიზზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირებს. მეც მქონდა პატივი, რომ ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი და იცით, რომ კანონი ითვალისწინებს 3 თვეში ერთხელ შეკრებას. მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლება თავისი ინიციატივით პრემიერს მიმართოს და ჩაატაროს უსაფრთხოების სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო. ამ თემაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის მისია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, სხდომა არ ჩატარებულა. მე ეს ამბავი მასმედიის საშუალებით გავიგე, მაშინ, როდესაც უკვე განთავსდა საგუშაგო.

მე როგორც თავდაცვის მინისტრი, საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში აღარ ვიყავი მინისტრი, ამიტომ რამეს დაზუსტებას საშუალება არ მექნებოდა. ასევე იცით, რომ ორი თვის შემდეგ, ნოემბერში მე დავინიშნე უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, ესეც მოწმობს, მაშინ უსაფრთხოების თემებს რამდენად სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან.

საოკუპაციო ხაზზე, მით უფრო მის ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდაცვის უწყებას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა. ეს იყო საპოლიციო მოქმედებების სფერო. სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა, ასეთი ოკუპაციის პირობებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სავალალო შედეგებს ვიღებთ, არის სამწუხარო….“(პუბლიკა)

თეგები: ლევან იზორია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved