პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“რაც შეეხება აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ზახაროვას განცხადებას – მე, როგორც რკინიგზის ყოფილი დირექტორი, მოგახსენებთ ჩემს აზრს:
თავი რომ გავანებოთ დღევანდელი გლობალური ომის ფარგლებში არსებულ რისკებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში, აქ დგება მთავარი კითხვა – სად გადის ეკონომიკური საზღვარი – ფსოუზე, თუ ენგურზე?
თუ ფსოუზე ეკონომიკური საზღვარი არ იქნება შესაბამისი ქართული სამსახურების კონტროლქვეშ, საბაჟო პროცედურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას…”
კომენტარები