• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რა კაცი ვარ? დედაჩემის საფლავი ვერ გამიკეთებია… მაშინ რაც მქონდა თითქმის ყველაფერი ერთ ბიჭს მივეცი” – დომენიკ მანგო

ალია ავტორი - ალია
21:34 04-04-2025
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,163

ბლოგერი, დომენიკ მანგო:

“მე ერთი მარტო, 31 წლის ბიჭი ვარ. დედაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, ისე ჩავდე მიწაში და ისე დავაყარე მიწა ჩემი ხელებით, რომ ვერავინ ვერ გამაცალა იქიდან. მაშინ ვერც ვხვდებოდი, რომ ეს კადრები აღარასოდეს აღარ ამომივიდოდა თვალებიდან. დღემდე ვიტანჯები საშინელი იპოქონდრიით, დღემდე მგონია, რომ ყველა ავადობა რასაც ვხედავ, მე მჭირს და შემდეგ უკვე ყველა ექიმს ჩემს თავსაც ვასინჯინებ.

დედაჩემის საფლავზე დღემდე ვერაფერი ვერ გავაკეთე, მაშინ რაც მქონდა თითქმის ყველაფერი ერთ ბიჭს მივეცი, რადგან იმ ბიჭის სიცოცხლე, რომელიც დღეს ბრწყინვალე თვალებით, სიხარულის ღიმილით ანათებს, არც ერთ ქვას, არც ერთ მცენარეს, არც ერთ სახლს თუ ღობეს არ შეედრებოდა.

დღემდე საშინლად განვიცდი ჩემი პირობის შეუსრულებლობას და დღემდე ყოველი დაძინებისას საშინელი წუხილით ვიძინებ. ამავდროლად ჩემს ტელეფონზე გამუდმებით შემოდის წარმოუდგენლად მძიმე წერილები, თუ როგორ ეღუპება დედას შვილი, როგორ ეღუპება შვილს დედა, დებს ძმა და ასე დაუსრულებლად. შემდეგ ეს ადამიანები წერილების უპასუხობის გამო ათასი საშინელი სალანძღავი სიტყვით მლანძღავს, მწყევლიან და ათას საშინელებას მიწერენ,

რადგან არ ვარ ათასი, რადგან მე არ შემწევს ძალა ყველაფერს შევეხო, ყველასთან მივიდე, ყველას პრობლემა გავითავისო, რადგან სხვანაირად ვერც გააკეთებ ადამიანი ვერაფერს, თუ იმ კანში არ გადასახლდი, ვისაც გვერდში უდგები. ეს არ ესმის ადამიანებს, მათ თავისი პრობლემა ჰგონიათ ყველაზე მთავარი და მის მიღმა არ ხედავენ, რომ ათასობითაა ასეთი ერთმანეთზე უარეს დღეში მყოფი ადამიანი ამ ქვეყანაში.

მე თითქმის არავინ მეკითხება როგორ ვარ ან თუ მეკითხება, ისიც იმიტომ, რომ წესია ასეთი. რობოკოპებმა როცა მცემეს და გამძარცვეს, მაშინ მარტო გადავიტანე ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კოშმარი. ალბათ არც გჯერათ, რომ ერთი ტაბლეტი წამალიც არ დამილევია, ისე გადავლახე მარტომ ის პერიოდი. იმ პერიოდში ჩემს მაცივარში 10 ცალი კვერცხიდან დღეში 3 ცალს ვიზოგებდი და ეს იყო ჩემი რაციონი. მაშინ ჩემთვის არავის მოუტანია საკვები, არავის მოუწოდებია წამალი. ასე ჩემს საშინელ ემოციურ ტკივილებში, მარტოობაში გადავიარე ეს გზა.

ზოგჯერ იმაზეც ვდარდობ, თუ მოვკვდები რამდენ ხანში აღმომაჩენენ, რამდენ ხანში მომძებნიან-მეთქი. ჩემს ზურგზე გადადის ათასობით ადამიანის ზიზღი, სიძულვილი, გინება, ფურთხება, ყოვლად გაუმართლებელი ბრალდებები. ნებისმიერი კაცი (დღეს რომ კაცობს) რომ დააყენო ჩემს ადგილას, ალბათ იმის მეასედსაც კი ვერ გაუძლებდა მისი პატივმოყვარეობა, ნებისყოფა, სიმამაცე რასაც მე ვუძლებ ყოველდღიურად თუ არა, ყოველ კვირაში მაინც და კიდევ ჩემში პოულობენ სისუსსტეებს. კი, სუსტი ვარ, საშინლად სუსტი ვარ! იმდენად სუსტი ვარ, რომ საკუთარი თავის გამომიტირებია ბევრჯერ ჩემი მარტოსულობის, ჩემი უსუსურობის, ჩემი ხელმოცარულობის გამო.

მე რა კაცი ვარ? დედაჩემის საფლავი ვერ გამიკეთებია, როდესაც უკიდურესად გაჭირვებულსაც კი აქვს თავისი საყვარელი ადამიანის საფლავი. ზოგჯერ მინდა სულელი ვიყო, ზოგჯერ ვნატრობ კიდევ ტრადიცულ სიმარტივეში ცხოვრებას. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებთან რომ მივდივარ, იმათ არ იციან, რომ ჩემზე ასი თავით ბედნიერები არიან იმ თავის გაჭირვებაშიც კი. მარტო ვდგავარ ტურების ხროვით გარსშემორტყმული და არავინ იცის როდის ამომგლეჯენ ხორცს სიამოვნებით, როდის დამჭამენ ბოლომდე, რადგან მე მათ არ ვგავარ და არც არასოდეს დავემსგავსები იმ ლეშის სუნით მყრალ სამყაროში, სადაც ძვლებს ტკვერენ.

31 წლის ასაკში 7 წელი მომისაჯა რუსეთმა ომში მყოფი ქალების და ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის გამო – კაცებმა კი დამიწუნეს, დღემდე დამცინიან “ომი მოიგეო?” ოღონდ ისინი მაშინ მშვიდად იყვნენ სავარძლებში მოკალათებული, როცა მე დედაჩემის გარდაცვალების 40-ის დადგომამდე იქ ვიყავი და გზებს ვეძებდი, იმ უბედურების დასახმარებლად. რომ ვერ დაიჯერეს ეს “საყურიანი პი@არასტი იქ როგორ წავიდაო”

მერე ათასი მითი და ბრალდება შემომტენეს, რომ მე თითქოს იქ ფულის საშოვნად წავედი თურმე. ამ ბინძური თვალების ადამიანებმა ის ვერ დაინახეს, რომ სრული ბანკის ამონაწერები დღემდე ჩემს გვერდზე დევს და ტელევიზიაშიც კი მივიტანე, რომ მე, უდიდესი ტრაგედიის მატარებელი, ვინც დედაჩემს მანამდე რამდენიმე დღით ადრე მიწა ჩემი ხელით ვაყარე, სინამდვილეში იმ უკრაინის ჯოჯოხეთში ხსნას ვეძებდი, რომ ჩემი ღმერთისთვის მეჩვენებინა, რომ გზებს ვკვალავ, რომ თავი გადამერჩინა საშინელი ტკივილებისგან.

ყოველ დღე ვიძახი, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ დავისვენებ, ჩემს თავს მივხედავ, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი თავი არ ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი. წეღან ერთმა ქალმა მომწერა, ცხოვრებით გატანჯულმა ქალმა, რომელიც ავადმყოფ შვილს თავს დაფოფინებს მთელი დღეები. დამეხმარეო მითხრა, ამიხსნა თავისი პრობლემები. ვერ შევიკავე თავი და მეც მივაყარე ჩემი გულის ნადები, ამოვიღე ყველა ემოცია და მომეშვა კიდეც. ვუთხარი ახლა ვერ დაგეხმარები, მე თვითონ 10.60 ლარი მაქვს მეთქი, თანაც დღეს საერთოდ ბანკი მაყადაღებს სესხის გადაუხდელობის გამო, ვერც ნიკოს პრობლემიდან გადავიტან ხალხის ყურადღებას, რადგან ის კაცი გადასარჩენია. შევპირდი, აუცილებლად მოგიბრუნდები, ჩემი “საქმეების გასამრჯელოდან” გაგინაწილებ რაც გჭირდება. მაგრამ სხვა დედამ რა ქნას? ვაი უბედურო, უბედურო საქართველო, რომ ასეთ დღეში ხარ, ასე ეღუპებათ დედებს შვილები და არ დადგა ხსნა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved