• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე მქონდა (ივანიშვილთან) დაკავშირების მცდელობა… ეს არ შედგა… დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე” – გახარია გადადგომის დეტალებზე

ალია ავტორი - ალია
22:03 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ზარი ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის წინ – ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან გადადგომამდე ივანიშვილთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება სცადა, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა. 

„მე მქონდა დაკავშირების მცდელობა, როცა დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომებიც ამას ვერასდრის გაბედავდნენ ჩემს კომპენტენციაში ეროდნენ, მქონდა კომუნიკაციის მცდელობა, ეს არ შედგა. დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება რაც გავაკეთე”- აცხადებს გახარია. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური თათბირის დეტალებზე, გახარიას გადაგომის შემდეგ „ალია“ ექსკლუზიურად წერდა:

„იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მელიას დაპატიმრება, ლიდერები შეიკრიბნენ. პარტიის ოფისში მისვლა დააგვიანა გახარიამ და დანარჩენები მანამდე ერთმანეთში განიხილავდნენ ვარიანტებს, თუ როგორ და რა უნდა მომხდარიყო. ძალისმიერი მეთოდი როცა ახსენეს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ამ თემაზე საუბარი პრემიერთან და გახარია კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარბევისა და მორიგი ძალადობის. გომელაურს კობახიძემ უპასუხა, ეგ შენი პრემიერი ჯიბეში მყავს და ნახავ, როგორ დაგვთანხმდებაო. ამ დროს, სწორედ ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, შევიდა ოთახში გახარია და კობახიძის სიტყვები გაიგონა. მან კობახიძეს უთხრა, ვის ეძახი ჯიბის პრემიერსო და შეაგინა. არც გახარიას გინებას ელოდა ვინმე და არც იმას, რომ გინების შემდეგ ის კობაიძეზე დასარტყმელად გაიწევდა. მუშტი-კრივმდე საქმე სხვებმა არ მიიყვანეს, შუაში ჩაუდგნენ პრემიერსა და პარტიის თავმჯდომარეს. ამის შემდეგ გახარიას პრაქტიკულად არ უსაუბრია, ის კობახიძეს უყვიროდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, ლაწირაკ ბავშვს ეძახდა და სხდომაც დატოვა. არანაირი განხილვა მისი თანდასწრებით და რაიმე სცენარის შეთანხმება არ მომხდარა. ის სხდომიდან უბრალოდ წავიდა“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ჯერ ღარიბაშვილმა დარეკა, შემდეგ – გომელაურმა. როგორც გვიყვებიან, ღარიბაშვილის ზარს ივანიშვილმა არ უპასუხა, გომელაურს – კი. არავინ იცის, რა უთხრა გომელაურმა ივანიშვილს, რადგან სასაუბროდ გვერდით გავიდა და საკმაოდ ჩუმად საუბრობდა. როგორც შემდეგ ითქვა, ბატონმა ბიძინამ შს მინისტრს უთხრა, რომ გახარიას დაურეკავდა, მაგრამ არავინ იცის, განხორციელდა თუ არა ეს ზარი გახარიასთან. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა – გახარიამ მეორე დღეს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება“, – ვწერდით თებერვლის ბოლოს „ალიაში“.

იმ სკანდალური თათბირის ექსკლუზიური დეტალები, რის შემდეგაც, გახარია გადადგა!

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved