ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. როგორც მაია ჩხაიძემ “დღის კურიერში” განმარტა, ვაქცინასთან ერთად, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის პირიბებში, ბავშვმა ნიღაბი 2 წლის ასაკიდან უნდა ატაროს.
“12 წლის ბავშვები უკვე სკოლაში დადიან, მეტსაც გეტვით, ნიღბის ტარების აუცილებლობაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციას და აკადემიას ჰქონდა ასეთი რეკომენდაცია, რომ ნიღბის ტარება, სავალდებულო და აუცილებელი იყო კორონავირუსული ინფექციის დროს 5 წლის ასაკიდან. 5 დღის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო ახალი რეკომენდაცია, რომ 2 წლის ზემოთ ასაკში ყველა ბავშვმა ნიღაბი უნდა იხმაროს. ასე რომ მე მომხრე ვარ, ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. ის, რომ ბაშვებს 16 წლიდან ცრიან, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია,”- აღნიშნა მაია ჩხაიძემ “დღის კურიერში”.
კომენტარები