• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მოგიყვებით უსამართლობაზე” – რას წერს 7 შვილის დედა?

ალია ავტორი - ალია
17:33 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

7 შვილის დედა, ნანა ცქიტიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გადავწყვიტე ვთქვა და აღარ მოვერიდები, მიუხედავად დიდი სიყვარულისა ყველა ჩემი ახლობელის და ნაცნობი ადამიანის მიმართ, აღარ ვდარდობ, რაც გინდათ ის თქვით, რა პარტიული სტატუსიც გინდათ მომაკარით.

უბრალოდ ამდენ უსამართლობას როგორ ვუძლებთ ადამიანები და როგორ შეგვიძლია ხმა არ გავიღოთ, თვალები დავხუჭოთ?

ჩემი ქვეყანა ისე მიყვარს, აქ იმიტომაც დავბრუნდით, რომ ჩვენი შვილები ქართულ სიყვარულში გაგვეზარდა. აქ რა დაგხვდა? ორად გაყოფილი ერი. ნათესავები, ახლობლები ერთმანეთს კარგავენ, ვიღაც პოლიტიკოსების გამო. დღიდან ჩამოსვლისა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, სიკეთე არ მიგვრძვნია ჩემი ქვეყნის მხრიდან. რადგანაც აქ, მრავალშილიანობას სხვანაირად დაფასება არ აქვს, იმისთვის რომ დამატებით გვეარსება და ქირის ნახევარი მერიას დაეფინანსებინა სოციალურად დაუცველის სტატუსის აღება დაგვჭირდა. დღეს მე ზოგიერთი მოქალაქე მაყვედრის, რომ მე ,,სოციალურად დაუცველს’’ მინახავს. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს! მრავალშვილიან ოჯახებს არ უნდა სჭირდებოდეს სოციალურად დაუცველის სტატუსი!

პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი ოჯახები, მისაბაძი სხვებისთვის. რადგან ქვეყნის მომავლის ნაწილი ის თაობა არის, რომლებსაც ჩვენ ვზრდით და თუ, ჩვენ, ვერ ავღზრდით ჯანსაღ და გავითარებულ თაობას, მაშინ მომავალიც არ ჰქონია ჩვენ სამშობლოს. ჩვენ ,,შესაცოდ’’ როლში არ უნდა გამოვყავდეთ სახელმწიფოს, პირიქით, რადგან სხვის გასაკეთებლსაც ვაკეთებთ. ,, რას აჩენდი, თუ სახლი და საშუალება არ გქონდა?“ -კითხვის ავტორები, გამეცალეთ, გაიგნორებთ ყველანაირად. უბრალოდ ერთს აგიხსნით მარტივად: როცა იცი, ერთი შვილის, ორი შვილის, სამი შვილის სიყვარულის ძალა, ჩვეულებრივია მოგინდეს მეტი და გადადო მატერიალური აზრები და სურვილები გვერდზე, ეს სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას.

ახლა უსამართლობას რაც შეეხება. დღიდან ჩვენი ჩამოსვლისა გერმანიიდან, დაბრკოლებების სია, რომელიც ჩვენ აქ დაგვხვდა ვრცელია და ცალკე ამბავია. მაგრამ მთავარს მინდა შევეხო, სახლების დანგრევის საკითხს. ერთი სამი თვის უკან ჩვენც დაგვებადა იგივე აზრი, რომ ასე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აგვეშენებინა სახლი და რატომ მიზეზსაც ვიტყვი.

სამი წლის წინ ბინის მეპატრონემ ბინის დაცლა რომ მოგვთხოვა, ვერ ვშოულობდით ბინას. მეპატრონეები უარს გვეუბნებოდნენ პატარების და რაოდენობის გამო. წავედით მერიაში, დავწერეთ უსახლკარობაზე განცხადება და ორ თვეში მოგვენიჭა კიდეც უსახლკაროს სტატუსი. სტატუსიდან გამომდინარე განგვიმარტეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაგვაკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით. თავიდან თვეში ერთხელ ვრეკავდით პასუხზე, შემდეგ ორ თვეში ერთხელ. ასე გავიდა მოლოდინის სამი წელი. წინა პანდემიის დროს, როცა ქირის გადახდის პრობლემა შეგვექმნა, გამახსენდა და დავრეკე პასუხის გასაგებად და პასუხი რა იყო? თურმე ჩვენი პასუხი უკვე ოთხი თვეა მზად იყო და მივსულიყავით უნდა წასაღებად.

გაგვიხარდა, იმ დღესვე გავიქეცით სიხარულით, ვერ წარმოგვედგინა – უარი. და აი საოცრება, უარია. პასუხს რომელსაც სამი წელი ველოდით, 2019 წლის, 30 დეკემბერს უკვე მზად იყო და არავინ გაგვაგებინა, ოთხი თვე.

სხვა გზა არ იყო, გავასაჩივრეთ სამჯეერ და სამჯერვე უარი მივიღეთ. მეოთხედ მოვითხოვეთ შეხვედრა და ზეპირი მოსმენა, თვით მერთან და მაგაზეც უარი მივიღეთ.

მაშინ მოვიაზრეთ ხომ არ აგვეშენებინა ასე, ერთი პატარა სახლი. ეს ამბავი არც საწუწუნოდ მოვყევი და არც შესაცოდებლად. ეს იმისთვის, რომ იცოდეთ, რა მიზეზებმა მიიყვანა ეს ხალხი იქამდე, რომ ასე, უკანონოდ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე აეშენებინათ სახლი. აი დალაგებული ცხოვრება ვისაც აქვს, დამიჯერეთ, არავინ გარისკავს ასე აიღოს და ბანკის ვალით ააშენოს სახლი. ზუსტად ვიცი, ეს ადამიანები, ამ ღატაკ ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ მიიყვანა აქამდე და ვინ უნდა უზრუნველყოს ხალხის კეთილდღეობა, თუ არა სახელმწიფომ. სულ ეს არის”

კომენტარებში, თამუნა რაზმაძე, 5 შვილის დედა, წერს:

“ჩემი პრობლემები წერია აქაც.. ოღონდ მე სოციალური სტატუსიც გამიუქმეს როგორც კი პირველი ოფიციალური ხელფასი ჩაერიცხა ჩემს ქმარს. გადაწყვიტეს რომ 700 ლარი 5 შვილისთვის და ბინის ქირისთვის საკმარისი იყო… სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს… და კიდევ-ვიღაცას 4 და 5 ჩემი ოჯახის ტოლი შემოსავალი აქვს,ოღონდ არაოფიციალურად და სოციალური დახმარებაც ეკუთვნის და აქაც ოფიციალურად მომუშავე მრავალშვილიანები წაგებაში არიან…. ამიტომ უნდა გაემიჯნოს მრავალშვილიანობა სოც. დაუცველობისგან”

თეგები: თბილისის მერიანანა ცქიტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved