• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად!!! და მორჩა! შესაბამისად- მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ – ტრავმატოლოგი ლევან ჩიკვატია

ალია ავტორი - ალია
13:58 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ჩიკვატია:

„DRG- და ისევ ეს ყბადაღებული დი არ ჯი და მისი იმპლემენტაცია ქართული ჯანდაცვის სისტემაში! პირველ რიგში, მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ- დი არ ჯი-ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის.
ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ- ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ “იმპლანტ დამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტების გასამაგრებლად, ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების. რაც საკმაოდ ძვირია მთელს მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. დი არ ჯის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო , საერთოდ რეგისტრში არ მყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე! 4 თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად-არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი- ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!
ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებაში. ანუ- მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად!!! და მორჩა.
შესაბამისად- მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი. მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა. აქვე მოგიყვანთ 490 გვერდიანი წიგნის ფოტოს თუ რა არის დი არ ჯი ევროპაში, ( ხელმისაწვდომია უფასოდ) რაც არ მგონია ბევრს წაკითხული ჰქონდეს. 490 გვერდი ხუმრობა არ არის 😉. სიახლეებს შემდგომში მოგაწვდით, ამ ეტაპისთვის ესეა. ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო, ისიც ვიცი, რომ ელოდებიან ვინ პირველი აყვირდება, დაე ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია. დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მინიმუმ. დროებით….
შეიძლება იყოს text that says '490 100% European Observatory on Health Systems and Policies Series watb i Diagnosis-Related Related Groups in Europe Moving towards transparency, efficiency and quality in hospitals Busse, Geissler, Quentinand' გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved