• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მაქსიმუმ იტალიაში ჭურჭელი ვრეცხო, იას შეეძლო თავისი პროფესიით ეცხოვრა უზრუნველად ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ აქ დარჩა” – ნინო ბულალაური

ალია ავტორი - ალია
16:32 10-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

აქტივისტი, ნინო ბულალაური 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ია დარახველიძეზე  წერს:

“გუშინ დააკავეს გოგო, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ.  როგორი გოგოა: 2018 წელს ერთ ძალიან კარგ კურსზე ჯგუფელები ვიყავით.  იქ იმიტომ მოვხვდით, რომ საკუთარ საქმიანობაში გზის გაკვალვას ვცდილობდით.  მაშინვე ვიცოდი, რომ იყო ძალიან კარგი დიზაინერი, თუმცა ამის გარდა შექმნა კრეატიული სააგენტო. მისი დიზაინებით იყო შექმნილი მაგალითად ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს ნაწილის დიზაინები.
შრომობდა ძალიან ბევრს და ცდილობდა, როგორც ვიცი წარმატებულად, რომ საკუთარი და გუნდის საქმე გაეტანა საქართველოს საზღვრებს მიღმა.
ამის გარდა იმ წლებში ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო და ამაშიც ძალიან კარგი იყო.
ბევრი დეტალი, რას როგორ აკეთებდა, შეიძლება ახლა ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა ყოველთვის სამაგალითო იყო მისი თავდადებული შრომა და პროფესიონალიზმი. 

იმ კურსის მერე ერთმანეთი 1-2 ჯერ ვნახეთ საერთო შეკრებებზე და ეგ იყო.
ამის შემდეგ პირველად 2022 წელს შევხვდი. მერიასთან ვიდექი საკმაოდ ცოტა ხალხში მარტო, მარიტას სიკვდილით გამწარებული.
გვერდით დავინახე სკუტერის ჩაფხუტი ეჭირა ხელში და თვითონაც მარტო იდგა.
იმ საშინელ დღეს მიყვებოდა, რომ განიხილავდა ბერლინში გადასვლას, მისი პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული განვითარების, ღირსეულად ცხოვრების კარგი საშუალებაა. მისთვის ხომ ყველა კარი საერთოდ უფრო მარტივად გაიხსნებოდა.
მერე ამბობდა, ან აქ როგორ ვჩერდებიო, როცა ასე ცოტა ხალხი ვდგავართ ამ ტრაგედიის დროს ქუჩაში, ან როგორ წავიდე, როცა ასე ცოტა ვიბრძვითო. ეგ იყო.
იქიდან რომ წამოვედი, ყველა ცუდ შეგრძნებასთან ერთად ეს გოგოც დამამახსოვრდა – ადამიანი, აღჭურვილი ყველა რესურსით უკეთესი ცხოვრებისთვის და მაინც ამ ბრძოლაში მყოფი. 

მე მჭირდება ხოლმე იმის დანახვა, რომ ისეთ ბრძოლაში ვარ, სადაც ადამიანები საკუთარი თავის მიღმა სხვებისთვისაც ცდილობენ რაღაცას. ეს გოგო ნამდვილად ყოველთვის იყო ამის მაგალითი. იმ დღიდანაც ეს დამამახსოვრდა. 

იმის მერე ბევრ აქციაზე მყავს ნანახი. ბოლოს 2 თებერვალს, მოლთან, როცა ისეთი გამწარებული იყო იმისგან როგორ გვჭყლეტდა ჯერ გდდ და მერე პატრული, როგორ არ აინტერესებდა პატრულს მისი ხელის კვრით წაქცეული და გონებადაკარგული ადამიანი, რომ ეს ძალიან გამხდარი, პატარა გოგო უყვიროდა, მიხედეთ ამ კაცს და თუ ჩემი ყვირილი არ მოგწონთ, დამაკავეთ არ მაინტერესებსო. 

აი მე რო ავდგე ახლა, ბარგი შევკრა და წავედი აქედან თქო, მაქსიმუმ სადმე იტალიაში ჭურჭელი ვრეცხო.
იმას შეეძლო თავისი პროფესიით ეცხოვრა უზრუნველად ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ აქ დარჩა.
ესეთი გოგო დააკავეს. 

არ მაქვს იმედი, რომ მონა ქოცები წაიკითხავენ ამას და რამე შეიცვლება ერთ უჯრედიან ტვინებში.
არც ვინმეს ფერების, დამშვიდების და სიყვარულით ლაპარაკის ნერვები არ მაქვს. ფეხებზე მკიდია. 

იმათთვის ვყვები, ვისაც კარგი ადამიანების მაგალითი სჭირდებათ გასამხნევებლად.
არ დაგავიწყდეთ, არ დაგვავიწყდეს, ვის იჭერენ ეს რუსები…”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved